უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

6 ნოემბერი, 2019 16:15
font-size

სამედიცინო ჰოლდინგი შეიქმნება, რომელშიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი, ბავშვთა ინფექციური და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გაერთიანდება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აჭარის მთავრობის მეთაურთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა.

მინისტრმა შეხვედრაზე ბათუმის რესპუბლიკური საავამდყოფოს განვითარების პროექტზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას კონკრეტული გეგმა გააცნო.

მინისტრის თქმით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის შესაბამის აღჭურვაზე სახელმწიფო იზრუნებს. ის ერთ-ერთია იმ ოთხი სამედიცინო დაწესებულებიდან, რომელიც ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფოს მართვაში იქნება.

„შეიქმნება საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი, რომელშიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი, ბავშვთა ინფექციური და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გაერთიანდება, მოექცევა ერთიან კონცეფციაში და იქნება სახელმწიფოს მართვასა და საკუთრებაში. განხორციელდება კლინიკების ეტაპობრივი განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, როგორც სტრუქტურული, ასევე სამედიცინო სერვისების თვალსაზრისით. უკვე შექმნილია სპეციალური საბჭო, რომელიც მუშაობს აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებების სტრატეგიულ გეგმაზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის 170-საწოლიანი მრავალპროფილური კლინიკური საავადმყოფო მოსახლეობას მაღალკვალიფიციურ, სპეციალიზირებულ სამკურნალო და საკონსულტაციო სამედიცინო დახმარებას გაუწევს. კლინიკის ფუნქციებში შედის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა, დავადების ადრეული გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და რეაბილიტაციის თანამედროვე სტანდარტების და მეთოდების დანერგვა.

„ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე მოხდება ასევე სტუდენტების და არსებული სამედიცინო კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. კლინიკაში ჩატარდება მაღალხარისხიანი სამედიცინო გამოკვლევები, იმუშავებს პედიატრიული და სამეანო განყოფილებები.

შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 40 მლნ ლარით ფინანსდება

18 იანვარი, 2020 , 12:00

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ი

ქარელის მცხოვრებლებს იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა შეეძლებათ

15 იანვარი, 2020 , 15:05

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ქარელის მშენებარე იუსტიციის სახლის ფილიალი დაათვალიერა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. იუსტიციის სახლის მშენებლობა ქარელში იუსტიციის მინისტრის ინ

მესტიის, გოდერძისა და ყაზბეგის საკურორტო ზონებში ფრენის ნებართვა ავსტრიულ კომპანიას მიენიჭა

15 იანვარი, 2020 , 14:30

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავსტრიულ კომპანიაზე – Wucher Helicopter Gmbh ზამთრის საკურორტო ზონებში ფრენების განხორციელების ნებართვა გასცა. სააგენტო

რა ბედი ელის ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობას

15 იანვარი, 2020 , 12:30

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბი, შესაძლოა, აღარ განთავსდეს. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პარლამენტის ყოფილი შენობა შინაგან საქმეთა სამინის-ტროს ა

მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა

15 იანვარი, 2020 , 11:25

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მოწამეთას მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოები დ

აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია

13 იანვარი, 2020 , 15:10

აჭარის მაღალმთიანეთში თოვს. ხულოს ცენტრში თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს გადააჭარბა, მაღალმთიან სოფლებში კი თოვლმა თითქმის ერთ მეტრს მიაღწია. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება. ნალექს განსაკუთრებული პრობლემ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`