უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

16 თებერვალი, 2017 12:00
font-size

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ცენტრალურ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, რეგიონის ცენტრალურ გზებზე დილიდან გაწმენდითი სამუშაოები კვლავ განახლდა.

ამ დროისთვის გზები გაწმენდილია ტყაიას, ჩხორიას, გრიგოლიშის, ჭაქვინჯის, ჯიხაშკარის მიმართულებით, სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში კი ტექნიკა გასულია და გაწმენდითი სამუშაოები ყველა სოფლის მიმართულებით ჩატარდება. დიდთოვლობამ ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა, რის გამოც ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება გრიგოლიშის, რიყეს და ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულებს. „ენერგო პრო ჯორგია“ პრობლემურ ადგილებში სამუშაოებს აწარმოებს და მოსახლეობას ელექტროენერგიით მომარაგება უახლოეს მომავალში აღუდგებათ.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი 30-40 სანტიმეტრს აღწევს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის, ასევე შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები.

ელექტროენერგია 13 ადმინისტრაციული ერთეულიდან არ მიეწოდება სოფელ ნაკიანს, მუხურს, თაიას, ლესიჭინესა და ჭოღის ცალკეულ უბნებს. „ენერგო–პრო ჯორჯიას“ ჩხოროწყუს ფილიალის დირექტორის განმარტებით ყველა დაზიანებულ უბანში გასულია ტექნიკური სამსახური და ელექტროენერგია მოსახლეობას უახლოეს საათებში აღუდგება.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საკვანძო სიტყვები:

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი