უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

28 აპრილი, 2025 09:35
font-size

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, 1985 წელს დაბადებულ ე.გ.-ს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მომზადებაში. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 91 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ელექტროსასწორი, წებოვანი ლენტები და ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 18-260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

საკვანძო სიტყვები:

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონოსძიების სახით მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ

8 ნოემბერი, 2025 , 01:18

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა დ

სასამართლომ ძალადობის საქმეზე, ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანსა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

7 ნოემბერი, 2025 , 20:18

თბილისის საქალაქო სასამართლომ, სუპერმარკეტ „სპარის“ ორი თანამშრომლის მიმართ ძალადობის საქმეზე, ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანსა და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტი

არაფერი გიჟი მე არ ვარ, ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია - მანანა გიორგობიანი

7 ნოემბერი, 2025 , 14:23

არაფერი გიჟი მე არ ვარ, ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია, - ამის შესახებ ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულმა მანანა გიორგობიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. აღნიშნული მან

პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა

7 ნოემბერი, 2025 , 12:39

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 43 პირს ბრალდებ

მანჩო გიორგობიანს ბრალი წარუდგინეს - 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

6 ნოემბერი, 2025 , 19:32

პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე დაკავებულ მანანა გიორგობიანს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძი

სააპელაციო სასამართლომ არსენ კუტალაძის ოჯახი რესტორან „ურმულის“ 50%-იანი წილის მესაკუთრედ ცნო

6 ნოემბერი, 2025 , 16:47

2025 წლის 5 ნოემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, რესტორანი „ურმული“ პირვანდელი მფლობელის ოჯახს დაუბრუნდა. კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობ