უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

14 მაისი, 2019 10:50
font-size

სამეგრელოს რეგიონში პროექტის „ქართული ჩაი“ მიმდინარეობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ორგანიზებით, სამეგრელოს რეგიონში მეჩაიეობის დარგით დაინტერესებულ ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა.

ანაკლიაში გამართულ შეხვედრაზე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, არჩილ ბუკიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის წარმომადგენლებთან ერთად პროექტის „ქართული ჩაის“ მიმდინარე ეტაპი შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტიან გამოყენებაზე და ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობაზე, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლებას და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა, ფერმერებს გააცნეს ყველა ის მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების ჩაის პროდუქციას ბაზარზე ნიშური ადგილი დაიკავოს.

დისკუსიის ფორმატში გამართულ შეხვედრას ფერმერებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო ასოციაციების, დონორი ორგანიზაციების და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით პროგრამაში „ქართული ჩაი“ ჩართული 37 ბენეფიციარის 49 პროექტია დამტკიცებული. ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების საერთო ფართობი 1,024 ჰექტარს შეადგენს. პროგრამის ჯამური ინვესტიცია 2 553 517 ლარია, საიდანაც 1 776 613 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებაა.

პროექტი „ქართული ჩაი“ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ხორციელდება. „ერთიან აგროპროექტს“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროექტის მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„გახარია წადი“ - ფოთში, საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ თვალახვეული პლაკატით მივიდა

16 ივლისი, 2019 , 14:10

ფოთში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ დარეჯან ცხვიტარია სხდომაზე შს მინისტრის თვალახვეული პლაკატით მივიდა, რომელზეც ეწერა „გახარია წადი“. საკრებულოს ოპოზიც

ზუგდიდის თეატრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

13 ივლისი, 2019 , 14:17

ზუგდიდს ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება, სამშენებლო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ მოადგილეებთან ერთად დაათვალიერეს. ახალ თეატრს, რომ

კახეთის რეგიონში აგროდაზღვევის პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

13 ივლისი, 2019 , 11:32

კახეთის რეგიონში სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ. რეგიონში სტიქიური მოვლენებიდან გამოწვეული ზარალი სრულად არის დათვლილი სადაზღვეო კომპანიების მხრიდან. სოფლისა

დღეს ქობულეთში „Kobuleti Fest 2019” გაიმართება

13 ივლისი, 2019 , 10:41

დღეს, ქობულეთი ფესტივალს „Kobuleti Fest 2019“ მასპინძლობს. ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ის 14:00 საათზე ფრან

რუსლან აბაშიძე ბათუმში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

12 ივლისი, 2019 , 12:50

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, ქალაქ ბ

კლდის ჩამოშლის გამო, მამისონის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

12 ივლისი, 2019 , 11:25

უხვი ნალექების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ147-კმ149 მონაკვეთზე, ჩამოსულია მიწა-კლდის შვავები, რის გამოც, აღნიშ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს