უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

10 აგვისტო, 2019 12:20
font-size

სამეგრელოს რეგიონში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის გასვლითი შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, გუბერნატორის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ადგილობრივი ხელისუფლების და რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, - ამის შესახებ „მედიანიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფროაციით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას სამეგრელოს რეგიონში ცენტრის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. პრეზენტაციების დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურების მავნებელ-დაავადებები და მათთან ბრძოლის, მათ შორის ბიოლოგიური, მეთოდები; მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, ვეტერინარია და საკვებწარმოება; ჩაის კულტურის რეაბილიტაცია; რეგიონისთვის მიზანშეწონილი მრავალწლოვანი კულტურებისა და ვაზის სანერგეების მოწყობის შესაძლებლობები, რომელთა სერტიფიცირებაც საერთაშორისო წესებს დაექვემდებარება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მის გამოსვლაში აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობა რეგიონისთვის. განსაკუთრებით ხაზი გაესვა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისათვის მეფუტკრეობის დარგში მიღწეულ შედეგებს.

სოფელ მუხურში სრული დატვირთვით ამუშავდა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ აღდგენილი მეფუტკრეობის სასელექციო-სანაშენე სადგური. სელექციური მუშაობის პარალელურად წარმატებით მიმდინარეობს ქართული რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციის დედების გამოყვანა და მათი გადაცემა ფერმერებზე. აღნიშნულმა ბაზამ საგანმანათლებლო ფუნქციაც შეითავსა და სისტემატიურად მიმდინარეობს ფერმერებთან და დაინტერესებულ პირებთან შეხვედრები მათი ცოდნის გაღრმავებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გადაცემის კუთხით.

ამავე შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ზუგდიდის შ. მესხიას სახელობის უნივერსიტეტს შორის, რომელიც ითვალისწინებს უნივერსიტეტის სტუდენტთა აქტიურ ჩართულობას აგრარული მიმართულების მრავალპროფილურ სამეცნიერო-პრაქტიკულ საქმიანობაში.

ღონისძიების ფარგლებში შედგა ცენტრის მიერ მიღებული სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გამოფენა, მათ შორის თუთის აბრეშუმხვიას სხვადასხვა ჯიშების აბრეშუმის პარკის, ხილისა და ყურძნის უშაქროდ მიღებული პროდუქტებისა და უალკოჰოლო სასმელების წარდგენა. გაიმართა ცენტრის მიერ მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე მიღებული თაფლის ნიმუშებისა და ჯიღაურას ვაზის საკოლექციო ვენახებიდან მეგრული ვაზის ჯიშების ყურძნისგან დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია.

შეხვედრის ბოლოს სამეგრელოს რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებს გადაეცათ ცენტრის ვეტერინარიის კვლევის სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე მომზადებული და გამოცემული, საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის ძირითადი დაავადებათა გავრცელების რუკები და სავეტერინარო პარაზიტოლოგიური ტერმინთა ლექსიკონები.

2 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან 16 273 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

3 აგვისტო, 2020 , 15:30

ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, 2 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 16 273 ტონა ატ

ლაგოდეხში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ

1 აგვისტო, 2020 , 14:25

ლაგოდეხში საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობის განცხადებით, სასმელი წყლის რეაბილიტაციაზე 14 მილიონი დაიხარჯა, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. მათივე თქმით, წყალი დაბინძურებული მოდის და ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ა

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებისათვის სეტყვით მიყენებელი ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს

1 აგვისტო, 2020 , 11:45

კახეთის რეგიონში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისათვის სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება მიმდინარეობს. სადაზღვევო კომპანიები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას უმოკლეს ვადა

ზუგდიდის სასწრაფო დახმარებას ახალი შენობა და თანამედროვე ავტომობილები გადაეცა

31 ივლისი, 2020 , 15:30

ზუგდიდის სასწრაფო დახმარების სამსახურს ახალი ადმინისტრაციული შენობა და ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომობილები გადაეცა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, ზუგდიდის გადაუდებელი დახმარების მედპერსონალი მუშაობას ა

მაშველებმა რაჭაში, სტიქიის ზონიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით 225 მოქალაქე გამოიყვანეს

31 ივლისი, 2020 , 12:30

რაჭაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობას განაგრძობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა რაჭაში, სტიქიის ზონიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფ

ქვემო ქართლის რეგიონში ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა

31 ივლისი, 2020 , 12:30

სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ახალი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე