უკან

პოლიტიკა

23 ივლისი, 2018 15:05
font-size

სამეგრელოში აზიური ფაროსანას პრობლემატიკის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის გაფართოებული სხდომა გაიმართა

აზიური ფაროსანას პრობლემატიკის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის გაფართოებული სხდომა სამეგრელოს რეგიონში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის ბაზაზე გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, მოადგილე ზურაბ ლიპარია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დავით გოგუა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე ბესიკ ესებუა, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუა, ევროკავშირის ექსპერტი მატეო მასპერო და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის დასავლეთ საქართველოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია და მეთოდები განიხილეს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის სამსახურის თანამშრომლებმა დასავლეთ საქართველოს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებს თხილის კულტურაში შექმნილი ფიტოსანიტარული მდგომარეობა, მავნებლები, დაავადებები და მათ წინააღმდეგ რეკომენდებული ბრძოლის ღონისძიებები, მექანიკური, ბიოლოგიური, ბიოტექნიკური ღონისძიებები და ახალი ბიოლოგიური ინსექტიციდების გამოცდის წინასწარი შედეგები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ, აზიური ფაროსანას ბიოლოგიური კონტროლის საშუალებები და პირველადი მონაცემები მისი ადგილობრივი პარაზიტოიდის შესახებ საქართველოში გააცნეს.

„მთავრობის სწორი პოლიტიკიდან გამომდინარე, თითქმის მინიმუმადეა დაყვანილი აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი. ჩვენ გავაგრძელებთ მონიტორინგს, რათა კვლავ არ მოხდეს მისი გავრცელება. კარგია რომ ადგილობრივი ხელისუფლება და მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული ამ მავნებელთან ბრძოლაში, მინდა მოსახლეობას მეტი ჩართულობისკენ მოვუწოდო“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

შეხვედრას ანასეულის ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით ანასეულში ინტეგრირებული დაცვის ლაბორატორია მოეწყობა, სადაც მეცნიერულ დონეზე აზიური ფაროსანას პრობლემატიკის შესწავლა მოხდება.

საკვანძო სიტყვები:

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი