უკან
საზოგადოება
3 აგვისტო, 2018 15:25
სამგორის რაიონში მაშველებმა მდინარე მტკვრიდან 20 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს
თბილისში, სამგორის რაიონში მაშველებმა მდინარე მტკვრიდან 20 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინება ორი ახალგაზრდა მამაკაცის მდინარეში გაუჩინარებასთან დაკავშირებით, უწყებაში 1 აგვისტოს, 15:00 საათზე შემოვიდა.
,,მაშველებმა 25 წლის მამაკაცის ცხედარი მეორე დღეს იპოვეს და მდინარიდან ამოიყვანეს. პარალელურად, გრძელდებოდა 20 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოებიც. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის პოვნა დღეს მოახერხეს.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო ექვსი სამაშველო და მყვინთავთა ჯგუფი – 40 მაშველი“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.