უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 ნოემბერი, 2016 15:00
font-size

სამგორში 220 სხვადასხვა სახეობის ხე - მცენარე დაირგო

სამგორის რაიონში, ჯავახეთის ქუჩაზე 220 ძირი სხვადასხვა სახეობის ხე - მცენარე დაირგო. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ხეები ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროს ნინო სულხანიშვილთან და სამგორის რაიონის გამგებელ გიორგი ბაგრატიონთან ერთად დარგო.

საშემოდგომო რგვების ფარგლებში, ჯავახეთის ქუჩაზე, მე-4 მ/რ-ში 150 ძირი კვიპაროსი, 50 ძირი მთის ნეკერჩხალი და 20 ძირი აკაცია დაირგო. ხეების სიმაღლე 3-5 მეტრია. კონტრაქტორი კომპანიები - „მწვანე სახლი“ და „მაგნოლია“, - ხე-მცენარეების მოვლა - პატრონობას 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფენ.

„დღეს, სამგორის რაიონში, ოლიმპიური დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მიმდინარეობს. ხეებს აქ შიდა კვარტალური რგვების ფარგლებში ვრგავთ. ღონისძიებები, მთელი ქალაქის მასშტაბით, რამდენიმე დღე გაგრძელდება და შიდა კვარტალურ ტერიტორიებსა და თარგებს სრულად გავამწვანებთ. აღნიშნული აქტივობები დედაქალაქში მიმდინარე საშემოდგომო რგვების ნაწილია“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

გამწვანების სეზონური ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში, 80 000 ხე - მცენარე დაირგვება.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამწყსოსადმი საგანგებო მიმართვა

1 აპრილი, 2020 , 22:12

მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, - ამის შესახებ უწმიდესისა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 117-მდე გაიზარდა

1 აპრილი, 2020 , 21:08

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე სტოპცოვ.გე-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 ადამია

იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე არასწორი და შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაცია იქნა წარმოდგენილი - სახალხო დამცველი

1 აპრილი, 2020 , 21:00

საქართველოს სახალხო დამცველი იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების თაობაზე, იუსტ

იანვარსა და თებერვალში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა აღდგენილია - ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

1 აპრილი, 2020 , 18:17

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრისა და თებერვლის თვეში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა უკვე აღდგენილია. სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს სრულად უნაზღაურდებათ ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშ

სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი გათავისუფლდა დამატებული ღირებულების გადასახადისგან

1 აპრილი, 2020 , 17:50

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის

ამსტერდამი-თბილისი სპეცრეისით ჩამოსული მგზავრები საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

1 აპრილი, 2020 , 16:00

ამსტერდამი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოს 179 მოქალაქე დაბრუნდა. მოქალაქეები 14 დღეს თბილისში გახსნილ საკარანტინო ზონებში ექიმთა მეთვალყურეობით ქვეშ დარჩებიან. საქართველოს მთავრობის დავალებით, ქვეყნის მასშტაბით ს