უკან

სამართალი

2 თებერვალი, 2018 13:15
font-size

სამი მოზარდის დაჭრაში ბრალდებულს ექსპერტიზა ჩაუტარდება

ადვოკატ ირმა ჭკადუას ინფორმაციით, სამი მოზარდის დაჭრის ბრალდებით დაკავებულ ახალგაზრდას ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს ნომერ მე-7 დაწესებულებაში სხეულზე ექსპერტიზა ჩაუტარდება.

როგორც ადვოკატმა ,,პირველ არხთან“ საუბარში აღნიშნა, განყოფილებაში ექსპერტების მისვლის შემდეგ, დაკავებულს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.

ჭკადუას თქმით, ბრალდებული კანონით მინიჭებულ უფლებას იყენებს, რომლის ფარგლებშიც ექსპერტიზის ჩატარების უფლება აქვს.

ირმა ჭკადუას მტკიცებით, ყოფილი თანაკლასელების დაჭრაში ბრალდებული გუშინ პოლიციას თავად ჩაბარდა.

შსს-ს ინფორმაციით, 2000 წელს დაბადებულ ა.ნ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, ა.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ყოფილ თანაკლასელებს – 2000 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს და 2000 წელს დაბადებულ ი.ც.-ს ცივი იარაღით მუცლისა და გულმკერდის არეში თითო ჭრილობა, ხოლო 2000 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ხელზე მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

ბოლო 24 საათში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოვლინდა

24 იანვარი, 2021 , 10:46

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახ

რატომ შეუზღუდეს გიგი უგულავას ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის უფლება - შსს განცხადებას ავრცელებს

23 იანვარი, 2021 , 17:10

შსს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერ, გიგი უგულავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სამინისტროში განმარტავენ, შსს-ს ბაზაში არ იყო ასახული განახლებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გიგი უგულა

პოლიციამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოავლინა

23 იანვარი, 2021 , 13:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრა

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო, დაკავებულია ორი პირი

23 იანვარი, 2021 , 11:37

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და საუბნო სამმართველოების თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ორი პირი: 1975

თბილისში კიბერდანაშაულისთვის ინდოეთის მოქალაქე დააკავეს

23 იანვარი, 2021 , 11:32

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული, ინდოეთის რესპუბლიკ

დავით გარეჯის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი გამოიკითხა - რა წერია ჩვენებაში

22 იანვარი, 2021 , 16:10

დავით გარეჯის საქმეზე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე საქართველოს პრეზიდენტი 12 იანვარს გამოიკითხა, ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო იმ დროს, როცა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს დანაშაულის ჩადენას ედავებიან. ჩვენებაში სა