უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

7 ნოემბერი, 2019 14:10
font-size

სამი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დადამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ სამი პირის განზრახ მკვლელობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებული დ.ბ. დამნაშავედ ცნო.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დ.ბ.-მ 2004 წლის 8 იანვარს, თ.კ.-ს მისი და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის მუქარით ყოველთვიურად 100 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა, რაზეც თ.კ.-მ კატეგორიული უარი განუცხადა. აღნიშნულის გამო დ.ბ.-მ 2004 წლის 10 იანვარს, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, თ.კ.-ს ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2004 წლის 1 აპრილს, ქ. თბილისში, მუხიანის 4ა მ/რ-ში დ.ბ.-ს, რომელიც სამ პიროვნებასთან ერთად იმყოფებოდა, კონფლიქტი მოუვიდა გ.დ.-სთან, რომელსაც მეგობრები - მ.ს. და უ.მ. ახლდნენ. კონფლიქტი ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც დ.ბ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, მისმა თანამზრახველებმა კი სხვადასხვა სისტემის ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით გ.დ.-ს, მ.ს.-ს და უ.მ.-ს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული ჭრილობების შედეგად სამივე პირი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ვინაიდან დ.ბ. მიემალა გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ა" და „თ" (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად (ძვ. რედ.) ქვეპუნქტებით, 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ანგარებით ან შეკვეთით (ძვ. რედ.) და 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება (ძვ. რედ.).

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძებნილი დ.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ყველა ბრალდებაში და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მას საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დ.ბ.-ს მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პარლამენტის მუშაობისთვის ხელშეშლა კანონით იკრძალება - შსს

18 ნოემბერი, 2019 , 14:20

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე შეკრებილ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება შეწყვიტონ. უწყება განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმ

განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოვლინდა

14 ნოემბერი, 2019 , 11:10

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესი

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ბექა კვიციანი დააკავეს

14 ნოემბერი, 2019 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბექა კვიციანმა თბილისის ზღვის შემ

შსს-მ სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

13 ნოემბერი, 2019 , 11:50

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ, 12 ნოემბერს მოძრაობა „ქართული მარშის" ლიდერის - ალექსანდრე (სანდრო) ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებ

თბილისის პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე კუდ-ის თანამშრომლები დააკავა

12 ნოემბერი, 2019 , 14:50

თბილისის პროკურატურამ სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები დ.ქ. და ი.გ. ბრა

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

12 ნოემბერი, 2019 , 11:10

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაა