უკან

საზოგადოება

29 იანვარი, 2018 15:50
font-size

სამი თვის წინ გარდაცვლილი წვევამდელის, ბექა რუსიას ოჯახის ადვოკატის თქმით, მას ემუქრებიან

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დაღუპული წვევამდელის ბექა რუსიას ოჯახს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის გამომძიებელი არკადი კვანჭიანი ეწვია. მან რუსიას ოჯახის წევრები ადვოკატის, როლანდ შონიას თანდასწრებით დაკითხა.

როგორც შონიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებას კითხვები აქვს ოჯახის მიერ გასაჯაროებულ ფოტო- და ვიდეომასალასთან დაკავშირებით, რომელიც შენახული იყო ბექა რუსიას მობილურ ტელეფონში. ბექა რუსიამ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ტელეფონი ბებიას გაუგზავნა და მისი შენახვა სთხოვა. კადრებში ჩანს, როგორ უსწორდება ერთ-ერთი მეთაური ჯარისკაცს. ასევე, ფოტოებზე აღბეჭდილი არიან ჯარისკაცები, რომლებსაც მეთაურის ტაბელური იარაღი უჭირავთ ხელში.

შონიას თქმით, მასთან მუქარის შემცველი სატელეფონო ზარი შემოვიდა.

„ჩემს კუთვნილ ტელეფონზე განხორციელდა სატელეფონი ზარი, სადაც მითხრეს – შენ რა დღეში ხარ, ასე რატომ აქტიურობო. ეს სავარაუდოდ არის მუქარა და ბექა რუსიას საქმეს უკავშირდება“, -თქვა ადვოკატმა.

რუსიას ოჯახმა გამომძიებელს თავისი მოთხოვნები გააცნო. კერძოდ, ბექა რუსიას დედამ მოითხოვა შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს მაღალჩინოსნების დასჯა და შს მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრა.

შსს-ის განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელი ბექა რუსია 2017 წლის 26 ოქტომბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში, ერთ-ერთ საგუშაგოზე დაიღუპა. მის საქმეზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე სსსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით.

გამოძიების ინფორმაციით, რუსიას დ.ჯ.-ის მიერ საგუშაგოს უფროსის ა.კ.-ს ტაბელური იარაღიდან გასროლილი ტყვია მოხვდა. საქმე აღძრულია სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით.

საოლქო პროკურატურამ რუსიას ოჯახის წევრები დაზარალებულად ცნო.

საკვანძო სიტყვები:

თბილისში, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

24 აპრილი, 2024 , 12:03

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნი

ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება

24 აპრილი, 2024 , 11:57

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობის პროგრამაზე რეგისტრაცია განახლებული პირობებით დღეს დაიწყება და საპროექტო განაცხადის შევსება 15 მაისამდე იქ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი