უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 დეკემბერი, 2019 17:45
font-size

სამინისტრო აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში

სამინისტრო, მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში, - ამის შესახებ ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე „მწვანე სკოლის“ დირექტორს კახა დავითურსა და მე-100 საჯარო სკოლის დირექტორს თეა კალანდაძეს შეხვდა და მათგან მოზარდის სასკოლო ცხოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

„საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, პირველ რიგში, გამოთქვამს დიდ იმედს, რომ 15 წლის დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება.

სამინისტრო, მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში.
საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე „მწვანე სკოლის“ დირექტორს კახა დავითურსა და მე-100 საჯარო სკოლის დირექტორს თეა კალანდაძეს შეხვდა და მათგან მოზარდის სასკოლო ცხოვრების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მანდატურის სამსახურის დირექტორის მოადგილე გიგი ჩიფჩიური და მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსი თეო ჩიტიაშვილი.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ,მინისტრის მოადგილემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიასთან ერთად იაშვილის კლინიკაში დაზარალებული მოზარდი მოინახულა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმებს ესაუბრა.

სამინისტრო, მანდატურის სამსახური და ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. იმის მიუხედავად, რომ საკითხი ეხება კერძო სკოლას, სამინისტრო, მისი კოპეტენციის ფარგლებში, სწავლობს ამ ფაქტს და მოზარდის “მწვანე სკოლაში” სწავლის დროს მიმდინარე პროცესებს .

ასევე, სამინისტრო მუდმივ კომუნიკაციაშია იმ საჯარო სკოლასთან, რომელშიც დაშავებულმა მოსწავლემ 2019 წლის სექტემბრიდან გააგრძელა სწავლა. განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ყველა შესაბამის უწყებასთან, პირველ რიგში, მოზარდის სიცოცხლის გადარჩენისათვის და მომხდართან დაკავშირებით ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვითიბი ბანკი, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ულოცავს

20 იანვარი, 2020 , 17:05

#ქართულიწყალბურთისN1ქომაგი ვითიბი ბანკი, როგორც ნაკრების გენერალური სპონსორი, ულოცავს წყალბურთის ნაკრებს  ევროპის ჩემპიონტზე წარმატებით ასპარეზობას!  ბუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონატზე, საქართველოს წაყლბურთელთა ნ

ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების ეფექტიანად წარმოებისთვის ეროვნული ბანკი მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს

20 იანვარი, 2020 , 16:15

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის, ფასს 9-ის, მიზნებისთვის მორიგ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს. აღნიშნული სცენარების მიზანია ხელი შეუწყოს ფინანსური ინსტიტუტების მი

ჩინეთიდან ე.წ კორონა ვირუსების ჩვენთან შემოტანის რისკი მინიმალურია - ამირან გამყრელიძე

20 იანვარი, 2020 , 16:15

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინეთში ატიპიური პნევმონიის შემთხვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერე

არ მიგვაჩნია, რომ მედიკამენტების ვადის გასვლამ რამე გავლენა იქონია ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების განხორციელებაზე - ამერიკული ფარმაცევტული კომპანია

20 იანვარი, 2020 , 13:10

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილიადის“ განცხადებას ავრცელებს, რომელიც ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამ

დიონისეს შუბლი, იესოს ღიმილი - როსტომ ჩხეიძის მინიატურების ციკლიდან „მთვარის ნაპერწკლები“

20 იანვარი, 2020 , 10:50

ნეტა რატომ უნდა ჰგონებოდა ზვიად გამსახურდიას, რომ ჭეშმარიტებას ფლობდა? რა ჰგონებოდა – მგონი... მგონი ეჭვიც არ ეპარებოდა. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, დერეფანში იქნებოდა, კიბესა თუ დარბაზში, მისალმებით ყველას ესა

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

20 იანვარი, 2020 , 10:36

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, 20 იანვარს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`