უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 დეკემბერი, 2017 15:35
font-size

სამინისტრო ყველაფერს იღონებს, რათა აღარასდროს დავუშვათ მსგავსი ტრაგედია - განათლების მინისტრი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გამოეხმაურა ხორავას ქუჩაზე დაჭრილი 51-ე სკოლის კიდევ ერთი მოსწავლის გარდაცვალებას. მან მოზარდის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

მინისტრის მტკიცებით, უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა არ დაუშვას მსგავსი ფაქტები მომავალში.

„გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ ყველა ჩვენგანს გვაერთიანებდა იმედი, რომ მოხერხდებოდა მძიმედ დაჭრილი მოსწავლის გადარჩენა.

სამწუხაროდ, არაერთი ექიმის თავდაუზოგავი, ოცდაოთხსაათიანი ბრძოლის მიუხედავად, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ოჯახმა, მეგობრებმა, მთლიანად საზოგადოებამ კიდევ ერთი ახალგაზრდა ადამიანი დავკარგეთ.

ამ უმძიმეს წუთებში თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს.

სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ყველაფერს იღონებს, რათა აღარასდროს დავუშვათ მსგავსი ტრაგედია“, - დაწერა ჩხენკელმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

გუშინ ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი დღეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

ანა მებურიშვილი

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი