უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 აგვისტო, 2017 17:35
font-size

სამინისტრო მოუწოდებს უკანონოდ შეჭრილ მოქალაქეებს, არ დაუჯერონ თაღლითურ შეთავაზებებს და დაუყონებლივ დატოვონ შენობა

დღეს, ვაზიანში, დევნილთათვის განკუთვნილ რეაბილიტირებულ კორპუსში მოქალაქეების ჯგუფი უკანონოდ შეიჭრა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„ვაზიანში არსებულ შენობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ რეაბილიტაცია ჩაუტარა და წლის ბოლოს ამ კორპუსში 40 დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს.

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, კორპუსს გარკვეული ხარვეზები აღენიშნებოდა, რომელთა აღმოფხვრის მიზნით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „დომინანტ კონსტრაქშენი“ დამატებით სამუშაოებს აწარმოებს. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საძირკვლის გამაგრება, შიდა რემონტი და ეზოს კეთილმოწყობა. სამუშაოები 2017 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, თუმცა მოქალაქეების მიერ შენობის უკანონოდ დაკავება ამ პროცესს აფერხებს.

დევნილთა და განსახლების სამინისტრო მიმართავს ამ მოქალაქეებს, ნებაყოფლობით დატოვონ უკანონოდ დაკავებული ბინები, რადგან კორპუსი აშენებულია დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც საცხოვრებელი ფართის მიღებას წლების განმავლობაში ელოდებიან.

ეს არ არის შეჭრის პირველი შემთხვევა, რადგან თაღლითურ ჯგუფებს შეცდომაში შეჰყავთ სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეები და უკანონოდ დაკავებული საცხოვრებელი ფართების დაკანონებაში დახმარებას ჰპირდებიან.

სწორედ ამიტომ, სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავს მოქალაქეებს, რომ კორპუსი აშენებულია კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფისთვის და აღნიშნული ბინები, კრიტერიუმების შესაბამისად, ყველაზე მძიმე პირობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს უნდა გადაეცეთ. სამინისტრო მოუწოდებს უკანონოდ შეჭრილ მოქალაქეებს, არ დაუჯერონ თაღლითურ შეთავაზებებს და დაუყონებლივ დატოვონ შენობა.“ - ნათქვამია განცხადებაში.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი