უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

29 დეკემბერი, 2016 15:00
font-size

სამინისტრო რეფორმების პაკეტის შესრულებას მომავალი წლის დადგომისთანავე დაიწყებს - დავით სერგეენკო

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წინ გადადგმული ნაბიჯია.

ამის შესახებ სერგეენკომ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, სამინისტროს მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმების მთელი პაკეტი აქვს მომზადებული, რომელთა შესრულება, 2017 წლის დადგომისთანავე დაიწყება.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უდიდესი, წინ გადადგმული ნაბიჯი იყო მოსახლეობის სამედიცინო დახმარებაზე მიწვდომადობის გაუმჯობესების მხრივ და ეს მართლაც ასე არის. გაორმაგდა იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც ექიმთან მისვლა შეძლო. თუმცა სისტემას ყოველთვის აქვს თავისი გამოწვევები. პრემიერმა დღეს მოკლედ აღნიშნა იმ ძირითადი, დაგეგმილი რეფორმების შესახებ, რომლის მთავარი ლეიტმოტივი და ამოცანა იქნება უფრო საჭიროებებზე მიმართული სამედიცინო დახმარება, უფრო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. სამინისტროს მომზადებული აქვს ამ მხრივ რეფორმების მთელი პაკეტი. ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის დადგომისთანავე, ამ რეფორმების განხორციელება დაიწყება. მჯერა, რომ ეს ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პირველი ეტაპი“, - განაცხადა სერგეენკომ.

საყოველტაო ჯანდაცვის პროგრამა უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. მოსახლეობის სამედიცინო დახმარებაზე წვდომის გაუმჯობესების მხრივ და ეს მართლაც ასე არის , გაორმაგდა მოქალაქეების რაოდენობა ვინც ექიმთან მისვლა შეძლო. თუმცა, სისტემას ყოველთვის აქვს თავისი გამოწვევები.

მე ვფიქრობ, რომ მომავალი წლის დადგომისთანავე ეკონომიკური რეფორმების განხორციელება დაიწყება და მჯერა, რომ ეს ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პირველი ეტაპი“, _ აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მონიკა დავლიანიძე

ნატო ჩხეიძე: ერთობა ქმნის იმ სიწყნარეს, რომელიც ძალიან მძაფრად რეკს

26 თებერვალი, 2021 , 17:08

ხალხის მონდომება, რომ ქვეყანაში ძალმომრეობა შეცვალონ თავისუფლებით, ქმნის მათ სიმშვიდეს, აი ის ერთობა ქმნის იმ სიწყნარეს, რომელიც ძალიან მძაფრად რეკს, – აცხადებს მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" პოლიტიკური საბჭოს თა

გირაოს არ იხდის, როგორ შეიძლება პოლიტპატიმარი დავარქვათ? - სანიკიძე მელიაზე

26 თებერვალი, 2021 , 16:56

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ვიქტორ სანიკიძის განცხდებით, ნიკა მელია პოლიტპატიმარი არაა, რადგან გირაოს გადახდა შეუძლია და არ იხდის. "როდესაც გირაოს გადახდაზეა საუბარი და ადამიანი არ იხდის, როგორ შეიძლება დავარქვათ ამას პ

თუ მელიას მიზანია იყოს ციხეში და იქ მემუარები წეროს, წიგნები წაიკითხოს თუ განათლება გაიღრმავოს, მისი არჩევანია, ჩვენ ამაში ვერ შევზღუდავთ - ალუდა ღუდუშაური

26 თებერვალი, 2021 , 12:39

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებებით ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა. მისი განცხადებით, თუ ნიკა მელიას მიზანი “ციხეში მემუ

სანამ ჩვენს ხორცს არ იპოვიან ივანიშვილის მაცივარში, ევროპა ხმას არ ამოიღებს? – შალვა ნათელაშვილი

25 თებერვალი, 2021 , 16:30

არ მომწონს ევროკავშირის ნახევრად ზომიერი პოზიცია, სანამ ჩვენს ხორცს არ იპოვიან ივანიშვილის მაცივარში, ევროპა ხმას არ ამოიღებს? – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა

არ დავიწყოთ ფუნთუშაში ქიშმიშების ძებნა და რაც გვაწყობს იმის ამოღება - გიორგი ხელაშვილი

24 თებერვალი, 2021 , 15:30

ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან, რომ როცა საერთაშორისო გზავნილებზე ვსაუბრობთ, არ დავიწყოთ ფუნთუშაში ქიშმიშების ძებნა და რაც გვაწყობს იმის ამოღება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ

ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება, ჩვეულებრივი ფარისევლობაა - გიგი უგულავა

24 თებერვალი, 2021 , 15:15

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, დიალოგთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება ფარისევლობა, დროსა და სივრცეში აცდენილი გზავნილია. „ღარიბაშვი