უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

31 მარტი, 2018 16:15
font-size

სამინისტროები პირდაპირ ჩაერთნენ გარიგებაში RMG Gold-თან - გიორგი ვაშაძე

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის და დმანისის გადარჩენის ფონდის წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დმანისში აუქციონით შეძენილ 16 ჰექტარ მიწის ფართობთან მიმართებით სხვადასხვა სამინისტროსგან და სახელმწიფო უწყებებისგან კითხვებზე პასუხებს ელიან, თუმცა უწყებები დუმან.

როგორც ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მათ კითხვებს პასუხი მხოლოდ დმანისის მუნიციპალიტეტმა გასცა.

გიორგი ვაშაძემ სამინისტროებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გასცენ კითხვებს პასუხი, რადგან მოხდეს აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ შემდგომ ეტაპზე გადასვლა მათი მხრიდან.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ეკონომიკის სამინისტრო, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრი, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეს არის იმ უწყებების ჩამონათვალი, რომელიც პირდაპირ ჩაერთო გარიგებაში RMG GOLD-თან და ჩვენი არაერთგზის წერილების მიუხედავად, პასუხებს არ გვაძლევენ, იმისთვის, რომ შემდგომ პროცედურებზე გადავიდეთ.

მსურს, თითოეულ მათგანს მოვუწოდო, რომ ნუ აჭიანურებთ ხელოვნურად პასუხების გაცემას. ჩვენ ამ საქმეს მაინც ბოლომდე მივიყვანთ, მაინც ჩავიყვანთ ამზომველებს, მაინც დავადგენთ უკანონობებს, რაც თქვენს მიერ ხელდაფარებით ხდება ამ ტერიტორიაზე და RMG Gold-ს მოუწევს ხალხის ინტერესის გათვალისწინება, თქვენც მოგიწევთ ეს.

ერთადერთი გამონაკლისია დმანისის მუნიციპალიტეტი, რომელმაც დროულად მოგვაწოდა პასუხები. 45-დღიანი ვადა, რომელიც თქვენ დააწესეთ, გადავადდება იმდენი დღით, რამდენი დღეც დააგვიანებთ ამ წერილებზე პასუხების გაცემას. მარტივი საქმე არ გეგონოთ, ეს არის ღრმა სამართლებრივი ბრძოლა, რომელსაც ჩვენ დავიწყებთ თქვენს წინააღმდეგ, იმიტომ რომ თქვენ ფულის კეთების გარდა არაფერი გაინტერესებთ და გაინტერესებთ მხოლოდ საკუთარი შემოსავლები. დაგავიწყდათ, რომ ხალხი არსებობს ამ ქვეყანაში.

თითოეულ ამ მინისტრს და სხვა უწყებებს, მოგიწოდებთ დროულად მოგვეცით პასუხები, იმითვის რომ გადავიდეთ შემდგომ პროცედურებზე. ნუ იცავთ RMG Gold-ის ინტერესებს და ნუ ხართ შეთქმულებაში ამ დანაშაულებრივ ქსელში, თითოეული თქვენი დანაშაული იქნება გამოვლენილი.

ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ, ამ ტერიტორიის წითელ ხაზებთან, მის მომიჯნავე წითელ ხაზებთან დაკავშირებით, ასევე ლიცენზიიდან გამომდინარე რა უფლებებით სარგებლობს, რა ღირებულებაა ამ ლიცენზიაში გადახდილი, გვაინტერესებს ნიადაგის მდგომარეობა ამ ტერიტორიაზე. ჩვენ გვაქვს სამართლებრივი სტატუსი, როგორც აუქციონში გამარჯვებულ მხარეს.

შემოსავლების სამსახურისგან გვაინტერესებს რამდენი შეაქვს ბიუჯეტში ამ კომპანიას, ეს საჯარო ინფორმაცია და უნდა მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია. მაგალითად, დმანისის მუნიციპალიტეტმა მოგვაწოდა ციფრი და სამწუხაროდ, კაპიკებს იღებს დმანისის რაიონი იმ კომპანიისგან. ეს ყველაფერი გვაინტერესებს იმისთვის, რომ დავადგინოთ ჭეშმარიტება.

მიწაზე ხომ არ გვაქვს გართულება? გართულება გვაქვს იმ უბედურებაზე რაც ხდება დმანისის რაიონში. ამიტომ გვაქვს კითხვები და ამიტომ გავაკეთეთ ეს ყველაფერი. ეს არის გრძელვადიანი სამართლებრივი ბრძოლა, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ. RMG Gold არ არის მხოლოდ ქართული კომპანია, მას აქვს ასევე ბრიტანული და ჰოლანდიური ფესვები, რაც არ უნდა გარიგებაში შევიდეს ქართული მხარე, ძალიან კარგად ვიცი რამხელა პრობლემები შეექმნება კომპანიას ამ ორ ქვეყანაში. როდესაც ევროპაში ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ჩავა ამ კომპანიის დირექტორი, შეიძლება აკრძალულ სიაშიც მოხვდეს, ბატონი შუბითიძე, რომელიც გამოდის და გვემუქრება ხოლმე. ვეტყვი, რომ ფრთხილად იყოს, ინტერპოლის ძებნილთა სიაში არ მოხვდეს“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე ინფორმაციით, კომპანია RMG Gold-ს ჰყავს უცხოელი პარტნიორებიც, მათ შორის ჰოლანდიასა და დიდ ბრიტანეთში, საქართველოში შექმნილი ვითარება კი კომპანიის ქართველ წარმომადგენლებს ამ ქვეყნების მხრიდან დიდ პრობლემებს შეუქმნის.

„კიდევ კარგი რომ მათ ხელში არ არის ჰოლანდიის და ბრიტანეთის ხელისუფლება, იმათგან უკვე მივიღეთ პასუხები, ვიცით ამ კომპანიის უკან ვინ დგანან.

ბევრი პროცედურა გვაქვს წინ, უნდა შევისწავლოთ ეს ტერიტორია, სანამ ინფორმაციას არ მივიღებთ, ვერ ჩავდივართ. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სამინისტრო ფონდის რეგისტრაციას გვიჭიანურებდა, როგორც იქნა დავარეგისტრირეთ ეს ფონდი და ანგარიში გვაქვს. ადამიანები ფულს რიცხავენ, ძალიან სწორ გზაზე ვდგავართ, მშვიდად წყნარად მივყვებით, ხელისუფლება წააგებს ხალხთან ბრძოლას ამ შემთხვევაში, რადგან სიმართლე არის ხალხი მხარეს“, - განმარტა ვაშაძემ.

რაც შეეხება აუქციონის საშუალებით 20 ათას ლარად შეძენილ სამ საუკუნოვან ევკალიპტის ხეს, ვაშაძემ აღნიშნა, რომ თანხის ნახევარზე მეტი უკვე მოგროვებულია.

პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

20 სექტემბერი, 2019 , 13:10

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა. კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიების ჩატარებისა და ოპერატიულ-

პარლამენტში ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ

20 სექტემბერი, 2019 , 10:20

საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ. სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავში

„ევროპულმა საქართველო“ შეწყალებების საქმეზე გამოძიებას ითხოვს და პროკურატურას მიმართავს

19 სექტემბერი, 2019 , 16:25

„ევროპულმა საქართველომ“ შეწყალებების საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. გენერალური პროკურატურისთვის გაგზავნილ წერილში, პარლამენტის დეპუტატი 28 აგვისტოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყ

ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

19 სექტემბერი, 2019 , 12:25

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა. ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჭოლაძე შეცვალა. ნათია მეზვრიშვილი შს მინისტრის მოადგილ

2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე - გიორგი გახარია

19 სექტემბერი, 2019 , 10:55

2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე და ყველამ უნდა გავითვალისწინოს სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განა

ლევან კობერიძე ინიციატივით გამოდის, 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო იყოს

18 სექტემბერი, 2019 , 16:05

პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობს და სოციალურ ქსელში პროპორციული საარჩევნო სისტემის თემას ეხმიანება. დეპუტატი ინიციატივით გამოდის, რომ 2020 წლის არჩევნ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს