უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

19 მაისი, 2019 10:34
font-size

სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული რაიმე ინციდენტი ამ ეტაპამდე არ დაფიქსირებულა - ნათია მეზვრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ არჩევნების პერიოდში მართლწესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ ბრიფინგი გამართა.

დღეს, მიმდინარე შუალედური და რიგგარეშე არჩევნების პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.

მოვუწოდებთ ყველას, დაიცვას კანონი, რათა შენარჩუნებულ იქნას მშვიდი და უსაფრთხო საარჩევნო გარემო, რომელიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, თავისუფლად გააკეთოს საკუთარი არჩევანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ თითოეულ ინციდენტზე. ყველა სამართალდარღვევა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადგილებზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით, უკვე განხორციელდა საპოლიციო ძალების გადანაწილება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს პროცესი, საჭიროების მიხედვით, დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სამინისტროს აქტიურად თანამშრომლობს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა ყველა შესაძლო ინციდენტი, როგორც უბანზე, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დროულად იქნას აღკვეთილი", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

15 ივნისი, 2019 , 11:35

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობი

თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

15 ივნისი, 2019 , 10:38

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე მინადორა დ. დ

მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებულებიდან ადმინისტრაციულ პატიმრობაში შვიდი პირი რჩება, 21 ხელწერილით გათავისუფლდა - შსს

15 ივნისი, 2019 , 10:27

თბილისში, გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე დაკავებულებიდან შვიდი პირი ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება, ხოლო 21-მა ხელწერილის საფუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება, – ამის შესახებ ინფორმაციას შინ

სახალხო დამცველი პროკურატურას მოუწოდებს განმარტოს, რატომ გაჭიანურდა “რუსთავი2”-ის დამფუძნებლებთან - დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესთან დაკავშირებული საქმის გამოძიება

14 ივნისი, 2019 , 18:33

სახალხო დამცველი ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის დამფუძნებლებისთვის ქონებრივი უფლების იძულებით დათმობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას ეხმიანება. სახალხო დამცველის აპარატი 2018 წლის თებერვლიდან ტელეკომპანია “რუ

ახალციხეში ორი ადამიანის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

14 ივნისი, 2019 , 18:11

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანდაში დამამძიმებელ გარემოებაში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლით დაიწ

ვაზიანის სასროლეთზე საინჟინრო ოცეულის საჩვენებელი სწავლება გაიმართა

14 ივნისი, 2019 , 16:17

ვაზიანის სასროლეთზე საინჟინრო ოცეულის სიტუაციური ვარჯიშები საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი ალექსანდრე კიკნაძე დაესწრო. როგორც „მედია

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!