უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

10 აგვისტო, 2018 13:20
font-size

სამხარაულის კომისიური დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე დაზიანებები უნდა შეფასდეს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რასაც სიკვდილი მოჰყვა

ჩვენ ხელთ არსებული და საქმეზე წარმოდგენილი მასალების მონაცემებით, სიკვდილთან მიზეზობრივი კავშირის არსებობის გამო, არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი, – ამის შესახებ საუბარია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კომისიურ დასკვნაში, რომელიც პირველი არხისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამის გამოკვლევის მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა უსწოროკიდეებიანი ჭრილობები მარცხენა წვივის და მარჯვენა მტევნის მე-3 და მე-4 თითების მიდამოში. მარჯვენა მტევნის მე-4 თითის ძირითადი ფალანგის ღია მოტეხილობა,

მრავლობითი ვრცელი სისხლნაჟღენთები (20-ზე მეტი\სხეულის სხვადასხვა მიდამოში და მათ ფონზე ზოლისებური ფორმის სისხლნაჟღენთები (არანაკლებ 46), კეროვანი სისხლჩაქცევა თავის რბილი საფარის შიგნითა ზედაპირზე მარჯვნივ თხემის მიდამოში, სისხლჩაქცევა მარცხნივ და მარჯვნივ სათესლე პარკის მიდამოში და არსებული მარჯვენა სათესლე ჯირკვლის ქსოვილში, მრავლობითი ნაჭდევები (38-ზე მეტი) სხეულზე.

დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია და განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მრავალჯერადი მოქმედების შედეგად. დაზიანებები ზოლისებური ფორმის სისხლნაჟღენთების (არანაკლებ 46) სახით განვითარებულია რამე შემოსაზღვრული (ბრტყელი და/ან ცილინდრული) ზედაპირის მქონე საგნის ან საგნების მრავალჯერადი ზემოქმედებით.

წარმოდგენილი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს აქტის მონაცემებით, ტატუნაშილის სიკვდილი გამოიწვია გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობამ, რომელიც განვითარდა მიოკარდიის მწვავე იშემიით გართულებული ჰიპერტონიული დაავადების შედეგად. გამოძიების მიერ წარმოდგენილ მასალებში არსებული ტატუნაშვილი ჯანმრთელობის შესახებ არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებით, აღნიშნულ პიროვნებას არ აღენიშნებოდა ჰიპერტონიული დაავადება და სხვა სახის გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გვამთან არსებულ პრეპარატში არ დადასტურდა კორონაროათეროსკლეროზის არსებობა.

მთელი რიგი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული კორონარების მწვავე სპაზმის და შესაბამისად მწვავე იშემიის განვითარების შემდეგი რისკფაქტორები: თამბაქოს აქტიური მოხმარება, ნარკოტიკების მოხმარება, ამფეტამინი, კოკაინი და სხვა. ტრავმა, სიცივე-დაბალი ტემპერატურის მოქმედება, ძლიერი ემოციური სტრესი, მაღალი არტერიული წნევა, ასაკი, დიაბეტი.

სხვა მაპროვოცირებელი რისკფაქტორების არარსებობისა, გვამის გამოკვლევისას დადგენილი სხეულის დაზიანებები, ფიზიკური ტრავმა, ძლიერი ფსიქო-ემოციური სტრესი უნდა ყოფილიყო დადგენილი მწვავე კარდიოლოგიური პათოლოგიის, კორონარული არტერიების სპაზმის, მიოკარდის, მწვავე იშემიის და შედეგად მწვავე გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის განვითარების მაპროვოცირებელი ფაქტორი.

ჩვენ ხელთ არსებული და საქმეზე წარმოდგენილი მასალების მონაცემებით, სიკვდილთან მიზეზობრივი კავშირის არსებობის გამო, არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი“, – აღნიშნულია სამხარაულის კომისიურ დასკვნაში.

წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

20 აგვისტო, 2018 , 14:05

17 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებ

ზუგდიდში 41800 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

20 აგვისტო, 2018 , 14:05

11-17 აგვისტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონში განხორციელებული, მიმდინა

ყაზბეგში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

20 აგვისტო, 2018 , 14:05

18 აგვისტოს, საბაჟო გამშვები პუნქტში ,,ყაზბეგი“, არადეკლარირებული ოქროს, საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქ

გლდანში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

20 აგვისტო, 2018 , 10:40

გლდანის რაიონში, ქუჩაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილი უკვე იდენტიფიცირებულია. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცველები იმყოფებ

თბილისში `ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის` ოფისი გაქურდეს

18 აგვისტო, 2018 , 14:00

თბილისში "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ოფისი გაქურდეს. ოფისი პარტიის წარმომადგენლებს დღეს დილით გატეხილი დახვდათ. ოფისიდან წაღებულია ტექნიკა, სადაც, როგორც პარტიის თავმჯდომარე ამბობს, მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთმტკიცებად ამოღებული 5,5 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკები გაანადგურა

18 აგვისტო, 2018 , 12:40

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 200 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა.  უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის 700 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებ

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან