უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 ივლისი, 2017 14:15
font-size

სამხატვრო აკადემიის რექტორს ჩატარებული კონკურსის კანონიერებასთან დაკავშირებით ომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს

3 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის რექტორს და მოითხოვა აკადემიაში ჩატარებული კონკურსის ბათილად ცნობა ლუიზა ლაფერაძის ნაწილში და საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად მის მიმართ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ლუიზა ლაფერაძე მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში.

,,კომისიის გადაწყვეტილებით, ფერწერის მიმართულებით სხვა შვიდ კანდიდატთან ერთად ლუიზა ლაფერაძის მიერ წარმოდგენილი განაცხადი სრულად შეესაბამებოდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. თუმცა, ლუიზა ლაფერაძეს პოზიციის დაკავებაზე უარი ეთქვა მის არაკოლეგიალურ ქცევაზე ზოგადი მითითებით, რაც არასახარბიელოდ აისახებოდა საგანმანათლებლო პროცესზე. კომისიამ ყურადღება გაამახვილა ასევე იმ ფაქტზე, რომ განმცხადებელს წარსულში უნივერსიტეტის წინააღმდეგ მიმართული ჰქონდა სასამართლოსათვის და ასაჩივრებდა გავლილი კონკურსის შედეგებს. უნდა აღინიშნოს, რომ ლუიზა ლაფერაძის გარდა, ყველა იმ კანდიდატთან დაკავშირებით, რომელთა მიერ წარმოდგენილი განაცხადი სრულად შეესაბამებოდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სხვადასხვა სახის დადებითი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სამხატვრო აკადემიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ იყო სათანადოდ გამოკვლეული და დასაბუთებული ლუიზა ლაფერაძის მიმართ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება. კერძოდ, გაურკვეველია რა იგულისხმება ლუიზა ლაფერაძის არაკოლეგიალურ ქცევაში, რაც არასახარბიელოდ აისახებოდა საგანმანათლებლო პროცესზე. ასევე, უარყოფით შთაბეჭდილებას ტოვებს ოქმში მოყვანილი მითითება განმცხადებლის მიერ აკადემიის მიმართ წარსულში ნაწარმოებ დავაზე, რადგანაც იქმნება განცდა, რომ აღნიშნულ ფაქტსაც ჰქონდა მნიშვნელობა უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. დაუშვებელია, პირების მიერ ადმინისტრაციული ორგანოების წინააღმდეგ დავების წარმოების ფაქტს ამ პირების მიმართ რაიმე უარყოფითი შედეგი მოყვეს.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კომისიის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, არსებითად შეილახა ლუიზა ლაფერაძის კანონიერი უფლება და ინტერესი, დასაქმებულიყო სამხატვრო აკადემიის ასისტენტ–პროფესორის თანამდებობაზე. ამდენად, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ სახეზეა ლუიზა ლაფერაძის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველი’’, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

თბილისის საჯარო სკოლების შშმ, სსსმ სტატუსის მქონე და ეტლით მოსარგებლე მოსწავლეებს ადაპტირებული ტრანსპორტი ემსახურებათ

23 იანვარი, 2020 , 11:30

2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან, თბილისის საჯარო სკოლების შშმ და სსსმ სტატუსის მქონე და ეტლით მოსარგებლე 300-ზე მეტი მოსწავლე, რომელიც დამოუკიდებლად ვერ ახერხებს გადაადგილებას და შესაბამისი პირობების არარსებობი

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

23 იანვარი, 2020 , 10:55

გადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს, 23 იანვარს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაო

კორონავირუსის გავრცელების საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართება

23 იანვარი, 2020 , 10:55

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კორონავირუსის გავრცელების საკითხზე დღეს შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სამინი

საქართველოში 23-25 იანვარს თოვლია მოსალოდნელი

22 იანვარი, 2020 , 16:50

23 იანვრიდან საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი. „23 იანვრიდან 25 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით,

ტექნიკურ უნივერსიტეტში რევაზ მიშველაძის იუბილე აღნიშნეს

22 იანვარი, 2020 , 16:50

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართველი მწერლის, ნოველისტისა და საზოგადო მოღვაწის რევაზ მიშველაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა - ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობი

ბრიტანული კომპანია OneWeb-ი საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით დაინტერესდა

22 იანვარი, 2020 , 16:30

გლობალური კომუნიკაციების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული სტარტაპ კომპანია OneWeb-ი საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით არის დაინტერესებული, რომლითაც რეგიონს დაფარავს, - ამის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`