უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

28 მარტი, 2020 14:10
font-size

სამხედრო ექიმები კარანტინის ზონაში მუშაობენ

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო ექიმები უკვე მეექვსე დღეა მარნეულისა და ბოლნისის კარანტინის ზონაში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების მიერ სპეციალურად მოწყობილ ხუთ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე სამხედრო ექიმები ყველა შემსვლელ და გამომსვლელ პირს პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებენ. თითოეულ საგუშაგოზე ოთხი მედიკოსი და ერთი ექიმია მობილიზებული. ისინი სპეციალური ტანსაცმლითა და სამედიცინო აპარატურით არიან აღჭურვილები. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მოქალაქე მედიკოსებს საველე სამედიცინო პუნქტში მოწყობილ იზოლაციის ზონაში გადაჰყავთ, სადაც პუნქტის ექიმის მიერ ხდება ტემპერატურის გადამოწმება, კონტაქტების მოძიება და სიმპტომების შესახებ ინფორმაციის დამუშავება. მაღალი ტემპერატურის დადასტურებისას უფროსი ექიმი ეპიდემიოლოგიურ ჯგუფსა და აღმოსავლეთ სარდლობის მართვის ცენტრს აწვდის ინფორმაციას, მოქალაქე კი მარნეულის ან თბილისის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.

რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური საინჟინრო ჯგუფის მიერ მიმდებარე ტერიტორია სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება.

თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის მიერ მუდმივად ხორციელდება ყველა საგუშაგოს მომარაგება მედიკამენტებით, სადეზინფექციო ხსნარითა და სამედიცინო ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით.საველე სამედიცინო პუნქტთან 24-საათიან რეჟიმში ამბულანსია მობილიზებული, რომელიც სამხედროების მიერ გადაუდებელი დახმარებისთვის გამოიყენება, როგორც პირადი შემადგენლობის, ასევე სამოქალაქო პირებისთვის.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირადი შემადგენლობა შსს-ს და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ტერიტორიას მკაცრად აკონტროლებს.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზება არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელება არც ერთი დღით არ შეჩერებულა - გიორგი გახარია

22 მაისი, 2020 , 19:36

რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, ხევი-უბისას მონაკვეთზე, სოფელ ხევთან, დღეს პირველი, 180-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა, - სამუშაო პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიცე-პრემიერთან, რ

აგროდიზელის პროგრამით 5 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა - ლევან დავითაშვილი

22 მაისი, 2020 , 17:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 20 მაისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული აგროდიზელის პროგრამა. ფერმერები

“გორის მუნიციპალიტეტს ეკონომიკური კრიზისი და ქამრების შემოჭერის პოლიტიკა არ შეხებია”

22 მაისი, 2020 , 17:19

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა მაქაცარია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ სატენდერო შესყიდვას ეხმაურება და აცხადებს, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერია 800 000 ლარს გასართობ ატრაქც

წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება

20 მაისი, 2020 , 14:51

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის ინიციატივით, წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მწერლ ოტია იოსელიანის ბიუსტი დაიდგმება. ბიუსტის ესკიზებიდან ერთის შერჩევა შესაბამისი კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილების შემდეგ გახ

ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია - გიორგი გახარია

19 მაისი, 2020 , 14:40

ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე, ასეთი მომზადებული და ცარიელი კახეთი მძიმე საყურებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ ა

ბოლნისის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა

19 მაისი, 2020 , 10:30

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, დღეიდან, 19 მაისიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები იხსნება. ამის შესახებ ინფ