უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 სექტემბერი, 2017 11:45
font-size

სამხედრო მოსამსახურეები სტიქიასთან ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისთვის ფულადი პრემიებით დაჯილდოვდნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილე სამხედრო და სამოქალაქო პირების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით ხანძრის ლოკალიზება-ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილე სამხედრო და სამოქალაქო პირებს შესაბამისი უწყებრივი მედლები, სამსახურეობრივი-საშტატო იარაღები, ფასიანი საჩუქრები და ფულადი პრემია გადაეცათ.

ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის პროცესში მონაწილე ყველა სამხედრო მოსამსახურე 625 ლარის ოდენობის ფულადი პრემიით დაჯილდოვდა, ჯამში 1374 ჯარისკაცი. 100 სამხედრო მოსამსახურეს მედალი „სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისთვის“ გადაეცა, სამსახურეობრივი-საშტატო იარაღით 107 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაჯილდოვდა, 957 სამხედრო და 7 სამოქალაქო პირს მადლობა გამოუცხადეს, საპატიო სიგელით 228 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა და მადლობის სიგელი 42 სამოქალაქო პირს გადაეცა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა პირადად გადაუხადა და აღნიშნა, რომ თითოეულმა ჯარისკაცმა, გენერალური შტაბის უფროსის გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მეთაურობით სტიქიასთან ბრძოლის საქმეში სამაგალითო თავდადება გამოიჩინა. თავდაცვის მინისტრმა გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას უწყებრივი მედალი „დიდგორი“ გადასცა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად ლოგისტიკის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის, სარდლობები ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის პროცესში 23 აგვისტოს ჩაერთვნენ. ატენის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებები საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ბორჯომის ხეობაში განაგრძეს. სტიქიასთან ბრძოლის პროცესში ჯარისკაცებთან ერთად თავდაცვის სამინისტროს 90 ერთეულზე მეტი სხვადასხვა ტიპის, მათ შორის სპეციალური დანიშნულების ტექნიკაც მონაწილეობდა.

დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი დაკავებულია, მიმდინარეობს მათი ვინაობის სრული იდენტიფიკაცია - ნინო გიორგობიანი

22 ნოემბერი, 2017 , 12:55

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს ერთი პირის დაკავება მოხერხდა, ხოლო დანარჩენების ვინაობის დადგენა ამ დრომ

სპეცოპერაციის დროს დაჭრილ სპეცრაზმელს გადაუდებელ ოპერაციას უტარებენ

22 ნოემბერი, 2017 , 12:45

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაჭრილ სპეცრაზმელს ინგოროყვას კლინიკაში გადაუდებელ ოპერაციას უტარებენ. სპეცრაზმელი თავის არეშია დაჭრილი. მისი მდგომარეობა მძიმეა. ანა მებურიშვილი

ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია

22 ნოემბერი, 2017 , 11:35

ძლიერი ქარბუქის, ინტენსიური თოვისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ფარავანის უღელტეხილის მიმართულებით ყველა სახის ავტომობილის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. კერძოდ

მოსახლეობა ევაკუირებულია არსებული შესაძლებლობების ფარგლებში - ბექა ნაცვლიშვილი

22 ნოემბერი, 2017 , 11:15

„ჩემი ინტერესი იყო, დავრწმუნებულიყავი, რომ მოსახლეობა იყო ევაკუირებული“, - ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა თქვა, რომელიც სიტუაციის გასარკვევად ბერი გაბრიელ სალოსის მიმდებ

უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაჯდა

22 ნოემბერი, 2017 , 11:15

უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაჯდა. თვითმფრინავი კიევი-თბილისის რეისს ასრულებდა. როგორც „მედიანიუსს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს, ამის

სპეცოპერაციის გამო 97-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეს არ გაიმართება

22 ნოემბერი, 2017 , 10:30

დღეს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, იმ ტეირტორიაზე მდებარე 97-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი არ გაიმართება, გაცდენილი საათები შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება. სპეცოპერაცია გუშინ დაიწყო და ამ დრომდე გ