უკან

საზოგადოება

30 დეკემბერი, 2016 15:40
font-size

სამხედრო პოლიციის ბატალიონებიდან სამოქალაქო პირების გათავისუფლებას ლევან იზორია ნატო-ს სტანდარტებით ხსნის

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განმარტება გააკეთა სამხედრო პოლიციის ბატალიონებიდან გათავისუფლებულ სამოქალაქო პირების საკითხზე.

როგორც იზორიამ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათი გათავისუფლება ნატო-ს სტანდარტებიდან გამომდინარე მოხდა.

,,სამოქალაქო პირები დაითხოვეს სამხედრო პოლიციის ბატალიონებიდან. ამის მიზეზი იყო ის, რომ როდესაც ჩვენ ნატო-ს სტანდარტებზე ვსაუბრობთ, ნატო-ს წევრ ქვეყნებში სამხედრო ბატალიონები არის დაკომპლექტებული სამხედრო პირებით და არა სამოქალაქო პერსონებით.’’, - განაცხადა იზორიამ.

რაც შეეხება უწყებაში ვეტერანების შესაძლო შემცირების საკითხს, თავდაცვის მინისტრის თქმით, განიხილება მათი სოფლის მეურნეობის სამინისტროში დასაქმების შესაძლებლობა.

,,ყურადღება გვინდა დავუთმოთ ვეტერანებს, რომლებიც ამ ოპტიმიზაციის ფარგლებში შესაძლოა სამსახური დაკარგონ. მე მქონდა საუბარი ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრთან და მომავალ წელს იგეგმება სწორედ მათთვის გარკვეული ინიციატივების შეთავაზება, რათა მათ ჰქონდეთ უპირატესი უფლება იმისთვის, რომ დასაქმდნენ’’, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი