უკან

პოლიტიკა

15 ნოემბერი, 2018 13:20
font-size

სამხედროები არაფერ შუაში არ არიან... სააკაშვილი გაურიგდა მოწინააღმდეგეებს, რომ ჩააბარებდა ტერიტორიებს - ემზარ კვიციანი

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ემზარ კვიციანის განცხადებით, ჰააგის სასამართლო პროცესზე სამხედრო პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება. მისი განმარტებით, სამხედროები მხოლოდ ბრძანებას ასრულებენ, ამიტომ პასუხისმგებლობა ბრძანების გამცემს, კერძოდ კი მთავარსარდალს უნდა დაეკისროს, რომელმაც საქართველოს მიერ კონტროლირებადი სოფლები რუსეთს გადასცა.

„უმაღლესი მთავარსარდალია ყველაფერზე პასუხისმგებელი და არაფერ შუაშია სამხედროები, რადგან ისინი ასრულებდნენ ბრძანებას და ვინც გასცა ბრძანება ქვეყნის საზიანოდ, ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ზოგიერთი ვითომ ოპოზიციონერი რომ იძახის, შეცდომა მოუვიდაო, სწორედ ეს არის დიდი შეცდომა. სააკაშვილმა შეგნებულად, მის გუნდთან ერთად ჩაიდინა კოლექტიური ღალატი, რათა დამდგარიყო ის შედეგი, რომელიც გვაქვს. სააკაშვილი გაურიგდა მოწინააღმდეგეებს, რომ ჩააბარებდა ტერიტორიებს. რუსეთიდან იყო დიდი მოწადინება, დაგვეკარგა აფხაზეთის დარჩენილი ტერიტორიები, რომელსაც ჩვენ 14 წელი ვიცავდით და ასევე ცხინვალის დარჩენილი სოფლები, რომელიც ავტონომიაში შედიოდა და საქართველო აკონტროლებდა“, - განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, აუცილებელია „უკანონო ბრძანების“ შესახებ კანონის არსებობა, რადგან სამხედრო პირს ჰქონდეს საშუალება, უარი თქვას უკანონო ბრძანების შესრულებაზე.

საკვანძო სიტყვები:

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი