უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

2 ივნისი, 2017 12:00
font-size

სამხრეთ კორეის მილიონ ტირაჟიან ჟურნალში ქართულ ღვინოზე საპრომოციო სტატიები დაიბეჭდება

საქართველოს ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით ცნობილი სამხრეთ კორეელი ენოლოგი, პროფესორი ბანგ ჯინ-შიკი ეწვია, რომელიც თავის საიუბილეო მე-100 სტატიას ქართული ღვინის კულტურას მიუძღვნის, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისკენ და საექსპორტო პოტენციალის ზრდისკენ გადადგმულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბანგ ჯინ-შიკი წლების მანძილზე საფრანგეთში მოღვაწეობდა და ამჟამად კორეის უმსხვილესი ავია კომპანია ,,Korean Air”-ის საბორტო ჟურნალის პროფესიონალი მიმომხილველია. სტატიები ქართულ ღვინოზე სწორედ ,,Korean Air”-ის საბორტო ჟურნალში დაიბეჭდება.

ვიზიტის ფარგლებში ბანგ ჯინ-შიკი ეწვია ღვინის ეროვნულ სააგენტოს, სადაც საქმიანი შეხვედრა სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ანდრო ასლანიშვილთან და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ირაკლი ჩოლობარგიასთან გამართა, დაათვალიერა სააგენტოში განთავსებული მარანი, ენოთეკა და მუზეუმი.

როგორც ირაკლი ჩოლობარგიამ აღნიშნა, ქართული ღვინის იმპორტი სამხრეთ კორეაში ბოლო წლებში მზარდია და ბანგ ჯინ-შიკის სტატიები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციას აღნიშნულ ქვეყანაში, რაც საბოლოო ჯამში ქართული ღვინის ექსპორტზე დადებითად აისახება.

„ქართული ღვინის შესახებ სტატიის მომზადების გადაწყვეტილება ავიაკომპანია ,,Korean Air”-ის ხელმძღვანელობამ მიიღო. მიმდინარე წლის აგვისტოდან წლის ბოლომდე ქართულ ღვინოზე სტატიები ჟურნალის ოთხ ნომერში დაიბეჭდება. მათ შორის ერთ-ერთი, ბანგ ჯინ-შიკის საიუბილეო მე-100 სტატია იქნება. აღნიშნული საბორტო ჟურნალი, რომლის ტირაჟი თითქმის 1 მილიონს აღწევს, ავიაკომპანიის კუთვნილ ყველა თვითმფრინავში და მსოფლიოს 130 ქვეყანაში ავიაკომპანიის ფილიალებში გავრცელდება“ - აღნიშნა მან.

საქართველოში სტუმრობის დროს სამხრეთ კორეელმა ღვინის პროფესიონალმა მოინახულა ქართული ღვინის კომპანიები: „თელავის ღვინის მარანი“, „საწნახელი“, „თელიანი ველი“, „მარანული“, „შატო მუხრანი“, კახეთში ეწვია ასევე მექვევრე ზაზა კბილაშვილს და ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას ადგილზე გაეცნო. ეს ბანგ ჯინ-შიკის პირველი ვიზიტი იყო საქართველოში, რომელიც სამხრეთ კორეაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით განხორციელდა.

მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოდან სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში ექსპორტირებულია 27 800 ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 224%-ით აღემატება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს 2015 წელს პირველად მიეცათ შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია წარედგინათ აზიის ერთ-ერთ პერსპექტიულ საექსპორტო ბაზარზე კორეის რესპუბლიკაში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე ,,Seoul Interenational Wines and Spirits Expo 2015”.

ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

23 ოქტომბერი, 2020 , 11:05

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავამ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. დისკუსიაში „ციფრული ევროპა

გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრაზე - ჩვენი სტრატეგიაა ბალანსის დაჭერა, რაც წერტილოვან ღონისძიებებს გულისხმობს, სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება

20 ოქტომბერი, 2020 , 17:15

სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება, ისეთი სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრისას გა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი დოლარი გაყიდა

19 ოქტომბერი, 2020 , 17:40

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. "2020 წლის 19 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გა

პროდუქციის ექსპორტი 12.1%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა - „საქსტატი“

19 ოქტომბერი, 2020 , 12:35

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან პროდუქციის ექსპორტი 12.1%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა. 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება

14 ოქტომბერი, 2020 , 14:25

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება, - ასეთია განახლებული პროგნოზი, რომელიც ასახულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლო

საქართველოს ეკონომიკა თანდათან პოზიტიურ განვითარებას უბრუნდება - ნათია თურნავა

13 ოქტომბერი, 2020 , 16:55

საქართველოს ეკონომიკა თანდათან უბრუნდება პოზიტიურ განვითარებას. გამოქვეყნდა სექტემბრის თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ექსპორტი სექტემბერში 8.6 პროცენტით გაიზარდა. პარალელურად, იმპორტი შ