უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

13 სექტემბერი, 2017 17:00
font-size

სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან რუსული ჯარის გაყვანის მოთხოვნა ნიშნავს სამხრეთ კავკასიის რეგიონს ომისკენ უბიძგო - იგორ კოჩიევი

ამერიკას უკვე მეცხრე წელია არ სურს სამხრეთ კავკასიაში შექმნილ რეალობას გაუსწოროს თვალი, ის რეგიონში მხოლოდ საქართველოს ინტერესების ლობირებით არის დაკავებული.

ამის შესახებ Sputnik-Оссетия-ს ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის ე.წ საგარეო პოლიტიკისა და პარლამენტთაშორისი კავშირების კომიტეტის ე.წ თავმჯდომარემ იგორ კოჩიევმა განუცხადა.

მისი თქმით, ამერიკის მიერ გაკეთბეული განცხადება რეგიონიდან რუსული ჯარის გაყვანის შესახებ, ეფუძნება საერთაშორისო პრინციპებისა და ნორმების ცალმხრივ მიდგომაზე.

„ამერიკა ამით აჩვენებს, რომ მათთვის პრიორიტეტი მხოლოდ საკუთარი ინტერესებია. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განლაგებული რუსული ჯარები ერთადერთი ფაქტორია, რომელიც სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას ინარჩუნებს, მათი გაყვანის მოთხოვნა ნიშნვას, რომ რეგიონი ომისკენ უბიძგო. ეს ამერიკის ხელისუფლების მორიგი განცხადებაა, რომელიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, თუნდაც იგივე საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობასა და აზრს არ ითვალისწინებს“,-თქვა იგორ კოჩიევმა.

მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთი რუსეთის დახმარებით საკუთარი უსაფრთხოების განმტკიცებას გააგრძელებს, რასაც ხელს უწყობს 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“.

მონიკა დავლიანიძე

ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარედ მავთულხლართების გაბმის გახშირებულმა პრაქტიკამ ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების შელახვა გააგრძელა - Amnesty International-ი

22 თებერვალი, 2018 , 12:55

საერთაშორისო ორგანიზაციის Amnesty International-ის ყოველწლიურ ანგარიშში მოხვდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების შეზღუდვის საკითხი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსული სამხედრო ძალები, ასევე აფხაზეთისა და &b

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის ბრალდებით სოფელ ზარდიაანთკარის მკვიდრი გენადი ბესტაევი დააკავეს

13 თებერვალი, 2018 , 12:50

რუსმა საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მკვიდრი გენადი ბესტაევი რიგით მეოთხედ დააკავეს. ბოლოს ბესტაევს საოკუპაციო ხაზის კვეთისთვის 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს,

აფხაზეთში თურქეთის მოქალაქე გაიტაცეს

10 თებერვალი, 2018 , 16:45

ოკუპირებულ აფხაზეთში თურქეთის მოქალაქე, თევზსაჭერი გემის კაპიტანი სელიმ კაია გაიტაცეს. ოჩამჩირის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელის მოადგილის, სლავიკ კუჩუბერიას თქმით, შემთხვევა გუშინ საღამოს ოჩამჩირის ნავსადგურთან ახლოს მოხდა.

რუსეთში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩი ირანის საელჩოს ოფიციალურ მიღებას დაესწრო - ოსური მედია

10 თებერვალი, 2018 , 11:40

რუსეთში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩი ზნაურ გასიევი რუსეთში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის მეჰდი სანაის მიწვევით ყოველწლიურ დიპლომატიურ მიღებას დაესწრო, რომელიც მიეძღვნა ისლამური რევოლუციის გამარჯვების დღეს. ამ

აფხაზეთში, შესაძლოა, სოციალური ქსელები აკრძალონ

6 თებერვალი, 2018 , 12:00

აფხაზეთში, შესაძლოა, სოციალური ქსელები აკრძალონ. ინიციატივა გაახმოვანა ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ. საქმე ეხება ანონიმ მომხმარებლებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში „ჯგუფებს“ ქმნიან, ს

რუსეთის ფედერაციის საბჭომ ოკუპირებული ,,სამხრეთ ოსეთის“ სამხედრო შენაერთების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა

31 იანვარი, 2018 , 14:30

რუსეთის ფედერაციის საბჭომ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ შეიარაღებული ძალების ცალკეული შენაერთების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმების“ რატიფიცირებას მხარი დაუჭი

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე