უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

10 თებერვალი, 2017 18:00
font-size

სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის განხილვას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დავუბრუნდებით - ლეონიდ თიბილოვი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში სავარაუდო შესვლა 2017 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იქნება განხილული.

შესაბამისი განცხადება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა „ტასს“-სთან ინტერვიუში გააკეთა.

„გასულ წელს ჩვენ შევთანხმდით გარკვეულ სქემაზე, რომელიც საშუალებას მოგვცემდა რეფერენდუმის საფუძველზე რუსეთის ხელმძღვანელობისათვის მიგვემართა აღნიშნული შეთავაზებით. ეს შიდასახელმწიფოებრივი პროცესია. მე გამოვედი წინადადებით კონსტიტუციის მე-10 მუხლში ცვლილების შეტანით, თუმცა შემდეგ პროცედურასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა და მე როგორც პრეზიდენტი იმ დასკვნამდე მივედი, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ საბჭომ უნდა განიხილოს. პოლიტიკურ საბჭოზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ საკითხს 2017 წლის არჩევნების შემდეგ დავუბრუნდებით. გვაქვს დრო, რათა ამ საკითხზე ჩვენს რუს კოლეგებთან ვიმუშაოთ“, - განაცხადა თიბილოვმა.

მისი თქმით,რუსეთის შემადგენლობაში შესვლის იდეა ,,სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ეკუთვნის“.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოს დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ონლაინშეხვედრა გამართა

4 ივნისი, 2020 , 17:47

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციამ მორიგი ონლაინშეხვედრა გამართა მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან. ქართული მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის

სოფელ ჩორჩანასთან, ტყეში საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს - სუს-ი

30 მაისი, 2020 , 16:50

სოფელ ჩორჩანასთან ტყეში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს, პროვოკაციული ქმედების თითოეულ ფაქტზე ხორციელდება რეაგირება ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის ამოქმედებით, – ამის შესახებ საქართველო

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ნაბიჯებთან დაკავშირებით იმსჯელეს

29 მაისი, 2020 , 12:54

28 მაისს გაიმართა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა, სადაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებზე იმსჯელეს.  ქართულმა მხარემ მუდმივი საბჭოს წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ბოლო ორი თვის განმავლო

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - წითელუბნისა და ხურვალეთის სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად პლანშეტები გადაეცა

25 მაისი, 2020 , 15:32

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე და კომპანია „გლობალ სელის“ საქართველოს დირექტორი გიორგი მადუაშვილი, ადგილობრივი

ოკუპირებული რეგიონიდან გადმოყვანისას პაციენტი გზაში გარდაიცვალა

20 მაისი, 2020 , 14:25

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანისას, გზაში გარდაიცვალა 63 წლის ახალგორელი ჯუმბერ მილაძე. რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, მისი ჯა

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გრძელდება

20 მაისი, 2020 , 14:12

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის და სოფელ განმუხურის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, შეიცვალა ადრე არსე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!