უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

13 დეკემბერი, 2018 14:25
font-size

სამხრეთ ოსეთისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის გამო ქართული მხარე ვალდებულია, ოსებს უმკურნალოს - დიმიტრი მედოევი

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის განცხადებით, ქართული მხარე ვალდებულია, ოსებს უფასოდ უმკურნალონ.

„რაც შეეხება ქართველი პოლიტიკოსების მიერ ხშირად ექსპლუატირებულ თემას საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში სამხრეთ ოსეთის ცალკეული მოქალაქეებისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ, რომელსაც თბილისი არაჩვეულებრივი ჰუმანიზმის აქტად წარმოაჩენს, აღვნიშნავ, რომ მეზობელი ქვეყნის ყველა ხელისუფლება ვალდებულია სამხრეთ ოსეთის ხალხისადმი იმ დანაშაულებრივი პოლიტიკით, რომელიც მიმდინარეობს ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანისთვის“, - განაცხადა მედოევმა.

მისი თქმით, 1993 წლის 14 სექტემბერს საქართველოსა და რუსეთს შორის გადორმდა შეთანხმება „ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაშიი რაიონების ეკონომიკური აღდგენის შესახებ“. მედოევის მტკიცებით, შეთანხმებაში საუბარია 34 მილიარს 200 მილიონ რუბლზე, რომლის 2/3-ის გადახდის ვალდებულება ქართულმა მხარემ აიღო.

მედოევის მტკიცებით, საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს.

„მომაგებე მშობლიური მიწა, შენი ძველი მეგობარი მიცან“ - განადგურებული ქართული ტაძრები აფხაზეთში (ვიდეო)

14 ოქტომბერი, 2019 , 11:11

აფხაზეთში მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლები განადგურების პირასაა. აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ძეგლების რუსიფიკაციები გრძელდება. რუსული კომპანიების მიერ ჩატარებული უნებართვო სამუშაოების შედეგად ქრება არა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

10 ოქტომბერი, 2019 , 11:00

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, 8-9 ოქტომბერს გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის

გიორგი გახარია საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

7 ოქტომბერი, 2019 , 16:55

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელ ერიკ ჰოგის შეხვედრის მთავარი თემა. პრემიერის პრეს

ერგნეთში ტექნიკურ შეხვედრა გაიმართება

1 ოქტომბერი, 2019 , 10:20

ევროკავშირისა და ეუთო-ს შუამდგომლობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ, დღეს მეხუთე ტექნიკური ხასიათის შეხვედრა გაიმართება. არსებული ინფორმაციით, ცხინვალის დე ფაქტო

გრიგოლ ლილუაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

28 სექტემბერი, 2019 , 11:05

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის(EUMM) ხელმძღვანელთან, ერიკ ჰოგთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „მედიანიუსს&ld

სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა

27 სექტემბერი, 2019 , 10:15

სოხუმის დაცემიდან დღეს 26 წელი გავიდა. სოხუმის დაცემის 26-ე წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები,