უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


კონფლიქტის ზონა

29 სექტემბერი, 2017 13:50
font-size

სამხრეთ ოსეთში ქართულ ენაზე სწავლება არ იკრძალება - დე ფაქტო საგარეო უწყება

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო, 27 სექტემბერს რუსეთის ტელეკომპანია „Россия 1“-ის გადაცემა „60 минут“-ში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

დე ფაქტო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ თოქ-შოუში „ერთ-ერთი მონაწილე ცდილობდა პარალელი გაევლო იმ ვითარებასთან რაც უკრაინაშია შექმნილი რუსული ენის გამოყენაბასთან დაკავშირებით და რიგ ცვლილებებს,რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ლენინგორის რაიონში განხორციელდა.
„აღნიშნული ცვლილებები, რომელიც განათლების სისტემაში 2017 წლის სექტემბერში დაიწყო, თბილისში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, სადაც ვითარების დამახინჯებას ცდილობენ და წარმოადგინონ სიახლე როგორც დისკრიმინაცია და სამხრეთ ოსეთის ქართულენოვანი მოსახლეობის უფლებების შეზღუდვა. ამით კი ცდილობენ, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის უფლებადამცველი ორგანიზაციების ყურადღების მიქცევას არარსებული პრობლემის მიმართ.

სინამდვილეში, კი სამხრეთ ოსეთის ლენინგორის რაიონის ექვს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც ადრე სწავლება მხოლოდ ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, 2017 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად მოხდება საერთო სახელმწიფოებრივ სტანდარტებსა და პროგრამებზე გადასვლა. აღსანიშნავია, რომ სიახლეები ეხება მხოლოდ დაბალ კლასებს. სკოლებში ქართული ენის გაკვეთილების რაოდენობა არ შეცვლილა. აღნიშნული ეტაპობრივი გადასვლა ინიცირებულია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად ყველა მოქალაქისთვის.

ქართული ენის გამოყენების შესაძლებლობა ისეთ რაიონებში სადაც ქართული მოსახლეობა კომპაქტურად არის დასახლებული სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციის მიერ არის გარანტირებული, და აქ საუბარი ენის აკრძალვაზე, როგორც ეს უკრაინაშია- არ ხდება, მითუმეტეს საუბარი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების დისკრიმინაციაზე ენობრივი ნიშნით- ზედმეტია“,-ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

მონიკა დავლიანიძე

სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურეები ოკუპირებულ აფხაზეთში წვრთნებს მართავენ

16 ოქტომბერი, 2017 , 12:50

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურეები ოკუპირებულ აფხაზეთში წვრთნებს მართავენ. - ამის შესახებ РИА Новости-ს სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის უფროსმა, ვადიმ ასტაფიევმა განუცხადა. მისი თქმით, ტაქტი

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და აშშ-ის წარმომადგენლებთან კონსულტაციებზე მთავარი თემა ეთნიკური წმენდის გაგრძელება იყო

11 ოქტომბერი, 2017 , 10:20

10 ოქტომბერს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდის პირველ დღეს, გაიმართა ორმხრივი კონსულტაციები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეებთან და თანამოდერატორებთან, აგრეთვე ამერიკის შეერთებული

ქეთევან ციხელაშვილი ანა კაპელოს შეხვდა

6 ოქტომბერი, 2017 , 10:20

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა დირექტორატის სამმართველოს უფროსს ანა კაპელოს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ

ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის დელეგაციის ე.წ. ვიზიტი რუსეთის მხრიდან პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებაა - საგარეო უწყება

4 ოქტომბერი, 2017 , 16:35

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის სახალხო საბჭოს წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ ე.წ. ვიზიტს გამოეხმაურა. საგარეო უწყება ფაქტს რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველ

ერგნეთში გამართულ მორიგ შეხვედრაზე ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი გიუნაშვილის საკითხი განიხილეს

4 ოქტომბერი, 2017 , 11:00

საოკუპაციო ზოლზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში მომხდარი ინციდენტები და ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები იყო ერგნეთის ბოლო შეხვედრაზე განხილული მთავარი საკითხები. ინციდენტების პრე

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს ოთხი მოქალაქე გაათავისუფლა

26 სექტემბერი, 2017 , 11:55

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს ოთხი მოქალაქე გაათავისუფლა. ამის შესახებ Sputnik-Оссетия ე.წ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს. გათავისუფლებამდე საქართველოს მოქალაქეებმა

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე