უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

15 ივნისი, 2022 18:13
font-size

საქართველოს ბანკისა და მისი პარტნიორის „ნაბეღლავის“ მხარდაჭერით სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლაში იდეათეკა მოეწყო

საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იდეათეკების პროექტის განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

ბანკისა და მისი პარტნიორი კომპანიის „ნაბეღლავის“, ასევე, „ქართული წიგნის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლაში იდეათეკა გაიხსნა. ამიერიდან მოსწავლეები შეძლებენ ისარგებლონ იდეათეკაში განთავსებული, ფორმალური და არაფორმალური განათლებისთვის საჭირო 900-მდე დასახელების წიგნით, სპეციალურად მოსწავლეებისთვის შერჩეული თანამედროვე ლიტერატურით, ინტერნეტით, პროექტორით, კომპიუტერებით და ა.შ.

„კიდევ ერთი იდეათეკა გავხსენით დღეს და ვხვდები რომ წარმატებით ვახორციელებთ იმ მიზანს, რომელიც პროექტის დასაწყისში დავისახეთ. ეს მიზანი იყო, ხელი შეგვეწყო რეგიონების საჯარო სკოლებისთვის, რათა მოსწავლეებს ჰქონოდათ ყველა ის საჭირო საგანმანათლებლო რესურსი, რაც აუცილებელია მათი განვითარებისთვის, პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისთვის. სასიამოვნოა იმის გააზრება რომ უკვე 7 რეგიონის 11 სკოლაში მოსწავლეებს აქვთ სივრცე, სადაც შეძლებენ იკითხონ, ისწავლონ, განვითარდნენ, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი ცოდნა. პედაგოგებს კი აქვთ შესაძლებლობა საგაკვეთილო პროცესი კიდევ უფრო საინტერესო გახადონ ახალგაზრდებისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ გურიის რეგიონში ეს უკვე მესამე იდეათეკაა, რომელიც მჯერა, რომ იქცევა რეგიონის, ქალაქის საინტერესო ღონისძიებების ჩატარების ადგილად და მოხარული ვართ, რომ ამ ყველაფერში ჩვენი მოკრძალებული წვლილიცაა“,– განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „იდეათეკების“ პროექტს უკვე მესამე წელია ხორციელდება. ამ დროის მანძილზე 6,000-ზე მეტ მოსწავლეს მიეცა წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო ისეთ რესურსებზე, როგორიცაა: ინტერნეტი, კომპიუტერები, პროექტორები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა თუ სხვა შემეცნებითი ხელსაწყოები.

ამ ეტაპზე იდეათეკები გახსნილია: გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლებში დიცში, ხურვალეთში, ზემო ნიქოზში, ასევე, სოფელ დუისში, თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლაში, თბილისის 146-ე, ამბროლაურის #1 და ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლაში, ახალქალაქის მე-3 სკოლაში, ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლაში და უკვე სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლაშიც.

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო - TI

26 თებერვალი, 2024 , 15:29

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი" იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი