უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

17 დეკემბერი, 2018 16:20
font-size

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ლევან კარანაძე უხელმძღვანელებს. იგი სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა.

ლევან კარანაძე 2018 წლის მარტიდან დღემდე სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო 2013 წლიდან დირექტორის მოადგილე იყო. 2016-18 წლებში იყო EUROCONTROL-ის მეკავშირე ოფიცერი საქართველოდან. 2011-2013 წლებში კარანაძე სააგენტოს სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. პარალელურად იყო საავიაციო ინგლისური ენის დონის გამომცდელი თბილისის საერთაშორისო საავიაციო ტრეინინგ ცენტრში (TIATC). სააგენტოში მუშაობის დაწყებამდე, ლევან კარანაძე მუშაობდა ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციაში სააერნაოსნო მომსახურების ორგანიზების სამმართველოს უფროსად, ხოლო 2008-2011 წლებში, საჰაერო მოძრაობის მეთვალყურედ შპს “საქაერონავიგაციაში“.

ლევან კარანაძეს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების და საჰაერო ტრანსპორტის მენეჯმენტის სპეციალობით, იყო კომპანია „Boeing“-ის სტიპენდიანტი და მიღებული აქვს მაგისტრის წოდება ამავე მიმართულებით. კარანაძეს ასევე გავლილი აქვს საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის სასწავლო კურსი და დღემდე ინარჩუნებს ავიამეთვალყურის მოწმობას. იგი იყო ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის - “საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან” და ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) პროექტის -"სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელშეწყობის შესახებ" ლიდერი საქართველოში. ფლობს ICAO-ს ინგლისურის მე-5 დონის სერტიფიკატს.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი