უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 ოქტომბერი, 2020 12:55
font-size

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება ზოგადი დარღვევა. კერძოდ, არ ხდება რეგისტრატორთან ამომრჩევლების იდენტიფიცირება. რეგისტრატორები ხშირად არ ითხოვენ პირბადის მოხსნას,- ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მათი დამკვირვებლების მიერ 11:00 საათამდე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლებმა, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით 400-მდე საარჩევნო უბანს აკვირდებიან, გამოავლინეს კენჭისყრის პროცედურების დარღვევები.

მნიშვნელოვანი დარღვევები: მარნეულის ოლქის მე-5 უბანზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის გრძელვადიან დამკვირვებელს გიორგი მუმლაძეს ადგილობრივი საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ზურაბ ჭონიაშვილი დაემუქრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ ფაქტზე, გიორგი მუმლაძის შეტყობინების საფუძველზე, მარნეულის პოლიციაში საქმე აღიძრა. ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქის N27.67.89 უბანზე 30 ამომრჩეველს არ მისცეს პროპორციული ბიულეტენი და ამ ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ მაჟორიტარული ბიულეტენით; დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში 06.05.105 გადასატან ყუთში დაავიწყდათ ხელმოწერები; ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარული ოლქის 14.23.47-48 უბნის გარე ტერიტორიაზე, შენობის გარეთ არის განთავსებული ამომრჩეველთა სიები და უცხო პირები სიებზე აკეთებენ გარკვეულ მინაწერებს; ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარული ოლქის N14.25.03 უბანზე ყუთზე ზედამხედველი კომისიის წევრი კონვერტის გადაცემის პროცესში არღვევს ხმის მიცემის ფარულობას.

სხვა დარღვევები: ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქის N07.09.09 უბანზე ამომრჩევლს გაუკეთეს მარკირება და მხოლოდ ამის შემდეგ დაადგინეს, რომ არ იყო ამ უბნის ამომრჩეველი; მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარული ოლქის N13.22.59 უბანზე შევიდა არაუფლებამოსილი პირი; მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარული ოლქის N13.22.05 უბანზე დამკვირვებლებს არ ეძლევათ თავისუფლად გადაადგილების საშუალება; მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარული ოლქის N01.04.14 უბანზე ამომრჩევლებს არ უმოწმებდნენ მარკირებას უბანზე შესვლის დროს. ჩვენი დამკვირვებლის საჩივრის საფუძველზე დარღვევა აღმოიფხვრა; მარნეულისა და გარდაბნის ოლქის N13.22.52 უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ახდენდა აგიტაციას უბანზე; მარნეულისა და გარდაბნის ოლქის N13.22.57 გადასატან ყუთთან ერთად წასაღები ბიულეტენებიდან ერთ ბიულეტენზე შემოხაზული იყო 41 ნომერი სუბიექტი; მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარული ოლქის N13.22.26 უბანზე დამკვირვებელს არ აძლევენ ჩანაწერთა წიგნის გაცნობის საშუალებას; სამგორის მაჟორიტარული ოლქის N05.06.19 უბანზე დამკვირვებელს არ აძლევენ ჩანაწერთა წიგნის გაცნობის საშუალებას; სამგორის მაჟორიტარული ოლქის N05.06.09 უბანზე დამკვირვებელს არ აძლევენ ჩანაწერთა წიგნის გაცნობის საშუალებას; ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქის N07.09.09 უბანზე დამკვირვებელს არ აძლევენ ჩანაწერთა წიგნის გაცნობის საშუალებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფრანგულმა გამოცემამ „ლე ფიგარო“ საქართველოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა

12 ივნისი, 2021 , 12:44

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საფრანგეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ჟურნალმა „ლე ფიგარომ“ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. ჟურნალში თბილისი, ქართული სამზ

თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსში იუნესკო-ს უცხოელი ექსპერტების ვიზიტის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

12 ივნისი, 2021 , 11:45

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გელათის სამონასტრო კომპლექსს ესტუმრა და იუნესკოს ექსპერტების საქართველოში ვიზიტისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სამინისტროს ინიციატივით

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 452, იმერეთში 82, აჭარაში 56

12 ივნისი, 2021 , 11:22

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 794 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 452 შემთხვევა, აჭარა – 56, იმერეთი – 82, ქვემო ქართლი – 43, შიდა ქართლი – 47, გურია – ორი, ს

საქართველოში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

12 ივნისი, 2021 , 11:17

საქართველოში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 498 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ღია კარის დღე გაიმართა

12 ივნისი, 2021 , 11:08

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მომავალი სასწავლო წლისთვის კადეტთა ახალი ნაკადის მისაღებად აქტიურად ემზადება. როგორც „მედიანიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლიცეუმის პირადმა

ჩვენ ვაქცინისთვის მობილიზებული გვაქვს იმდენი თანხა, რამდენიც ვაქცინების შეძენას დასჭირდება - ფინანსთა მინისტრი

11 ივნისი, 2021 , 20:31

ჩვენ ვაქცინისთვის მობილიზებული გვაქვს იმდენი თანხა, რამდენიც ვაქცინების შეძენას დასჭირდება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. როგორც მან აღნიშნა, თანხების მობილიზების კუთხით არანაირი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი