უკან

საზოგადოება

19 მაისი, 2018 16:45
font-size

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ კობა ლურსმანაშვილს ჰომოფობიური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს

სამოქალაქო პლატფორმაში „არა-ფობიას!“ შემავალი ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტის წევრის, კობა ლურსმანაშვილის განცხადებას და მას ჰომოფობიურს უწოდებენ.

,,უაღრესად შემაშფოთებელია საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია ქართული ოცნების წარმომადგენლის, კობა ლურსმანაშვილის მიერ ჰოფომობიური განცხადების გაკეთება, რომელიც უფრო მეტად ამწვავებს ბოლო დროს გაძლიერებულ აგრესიასა და აღვივებს სიძულვილს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მიმართ.

საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა: “მაგრამ, როგორც მოქალაქე, მე ვითხოვ, კატეგორიულად იყოს დაცული საზოგადოების ინტერესები, იმ საზოგადოების, რომლის ინტერესებიც ხშირად ხდება სხვების მიერ ფეხქვეშ გათელილი სწორედაც ნარკომანების, ნარკორეალიზატორების და პიდარასტების მიერ”

გარდა იმისა, რომ კობა ლურსმანაშვილი იყენებს სიძულვილის ენას, ამავდროულად იგი ვითარებას წარმოაჩენს იმდაგვარად, თითქოს სწორედ უმცირესობის ჯგუფების ხელშია ძალაუფლება და დაცვას საზოგადოების უმრავლესობა საჭიროებს. აღნიშნული ჯგუფების (ნარკოდამოკიდებული პირების, ნარკორეალიზატორების და განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირების) ერთობლივად დასახელებით კი იგი ამკვიდრებს სტერეოტიპს თითქოს ისინი ურთიერთდაკავშირებული და იდენტური პირები იყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ დებატებში გამოხატვის თავისუფლება ყველაზე მაღალი ხარისხით არის დაცული, იგი ამავდროულად გაცილებით მაღალ მოთხოვნებს და პასუხისმგებლობას უწესებს პოლიტიკოსებს საჯარო განცხადებების გაკეთების დროს.

მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას გაემიჯნოს კობა ლურსმანაშვილის განცხადებას და გადადგას ნაბიჯები პარტიის წევრების მიერ სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის კუთხით.

ამასთან, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ მანდატს და სტატუსს, თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამებისგან და ნაცვლად საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის სიძულვილისა და შუღლის გაღვივებისა, ქვეყანაში კანონმდებლობის დახვეწაზე, მთავრობის საქმიანობის კონტროლსა და მათზე დაკისრებულ სხვა ფუნქციების განხორციელებაზე, მათ შორის უმცირესობათა უფლებების დაცვაზე იზრუნონ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI)
თანასწორობის მოძრაობა
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი