უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 მარტი, 2018 15:45
font-size

სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა განაპირობებს ჩვენს წარმატებულ სვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე - მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის მესამე შეხვედრაში და მისასალმებელი სიტყვით მიმართა პლატფორმის წევრებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში გამჭირვალობისა და საზოგადოების მაღალი ჩართულობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელმაც პირველად ჩართო სამოქალაქო საზოგადოება ასოცირების დღის წესრიგის შემუშავების პროცესში, ასევე ისინი ჩართულნი არიან სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და მთავრობის ხედვები რეფორმებთან და ევროპული ინტეგრაციის გზაზე შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით არის ერთი და იგივე“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმოიხილა 2017 წლის მნიშვნელოვანი მიღწევები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების კონტექსტში და პლატფორმის წევრებს სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. ამასთან, მიხეილ ჯანელიძემ პლატფორმის წევრებს დაუდასტურა, რომ მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, ევროინტეგრაციის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.

„ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ ეფექტურ თანამშრომლობას სამოქალაქო საზოგადოებასთან. პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და რა თქმა უნდა, ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა განაპირობებს ჩვენს წარმატებულ სვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა და ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა.

საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა და მისი მიზანია შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების პროცესში საზოგადოების ინფორმირებულობისა და ჩართულობის ხელშეწყობა. პლატფორმა საქართველოს მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს, ხოლო ევროკავშირის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის წევრებს აერთიანებს.

ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

16 იანვარი, 2019 , 19:00

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, რიჩარდ ფერანს შეხვდა. პარლამენტის პრესამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომ

სალომე ზურაბიშვილმა გიორგი გახარიასთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

16 იანვარი, 2019 , 17:27

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიცე-პრემიერთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი გახარიასთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა და მინისტრმა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრ

როგორც მოსამართლე, მე პასუხის ღირსად არ ვთვლი ბესელიას და მისნაირ პოლიტიკოსებს - სერგო მეთოფიშვილი

16 იანვარი, 2019 , 15:41

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და კოლეგიის თავმჯდომარე სერგო მეთოფიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან დაკავშრებით მიმდინარე მოვლენებს, სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.  „როგორ

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

16 იანვარი, 2019 , 14:33

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოეგს შეხვდა. შეხვედრისას საუბარი შეეხო სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს. პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელო

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ყატარში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა

16 იანვარი, 2019 , 12:52

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სამინისტროს დელეგაცია ყატარში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. სამინისტროს დელეგაციას ყატარის პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა - შეიხ აბდულა ბინ ნასერ ბი

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა

16 იანვარი, 2019 , 10:18

ბოლნისში გუშინ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა პირადად მიულოცა. მთავრობის მეთაურებმ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`