უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

13 ოქტომბერი, 2020 15:25
font-size

სამშენებლო მასალების კომპანია `ბროლში` საგამოძიებო სამსახური შევიდა

სამშენებლო მასალების კომპანია "ბროლში" საგამოძიებო სამსახური შევიდა.

გადაკეტილია პერიმეტრი და ტერიტორიას სამართალდამცველები აკონტროლებენ.

კომპანიის დამფუძნებელი და იურისტი შენობიდან გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებს.

ადგილზე იმყოფებიან კომპანიის სხვა თანამშრომლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს ყოველივე წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება, რადგან სამშენებლო მასალების იმპორტიორი კომპანია არ არის ქართული ოცნების შემომწირველი კომპანია.

საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები,ფინანსთა სამინისტროდან არიან, ისინი გარკვეული ფინანსური დოკუმენტების ამოღებას ცდილობენ.

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ საკითხზე არავინ არ დაკავშირებიათ და პრობლემა არც ექნებოდათ საბუთების მიწოდებასთან დაკავშირებით.

"პროკურატურა ფინანსურ სპეცნაზთან შემოვარდა დილის 9 საათზე. იზოლაციაში ჰყავთ კომპანია, იღებენ დოკუმენტაციას, რომელსაც არ სჭირდებოდა ამხელა კლოუნადა, რადგან რომ მოემართათ დოკუმენტაციას არავინ არ დაუმალავდა. ეს არის ყაჩაღობა და იმ ბიზნესზე ზეწოლა, რომელიც არ უჭერს მხარს ქართულ ოცნებას. ავალდებულებენ საქართველოში ყველა ბიზნესს, რომ შემოწირულობა გაუკეთოს ოცნებას, ან შავი ფული მისცეს, ასეთ შემთხვევაში ვერ მიიღეს და აქედან გამომდინარე აკეთებენ ასეთ მასკაშოუებს", - აცხადებს კომპანიის ერთერთი თანამშრომელი.

დაკავებულების შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ ვრცელდება, ფინანსთა სამინისტროს, პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ

მებაჟე ოფიცრებმა წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

27 ოქტომბერი, 2020 , 12:55

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“ ავტომანქანაში, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე მ.კ. ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 3815 ლარის ღირ

თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოხდა იმავე ღამეს და დაუყოვნებლივ დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით - ვლადიმერ ბორცვაძე

26 ოქტომბერი, 2020 , 21:12

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელის იდენტიფიცირება იმავე ღამეს მოახდინა და დაუყოვნებლივ დაიწყო მისი ადგილსამ

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა

26 ოქტომბერი, 2020 , 20:23

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პ

პოლიციამ ხელვაჩაურში ქურდობის ფაქტზე სამი პირი დააკავა

26 ოქტომბერი, 2020 , 10:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი: 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.

უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმრის დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

26 ოქტომბერი, 2020 , 10:30

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლში 23 ოქტომბერს მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.

“პროსტა გთხოვ რა, ჩემი შვილების ცოდვას ნუ დაიდებ” - როგორ გადასცა ავთანდილ გალდავამ თანხა თავდამსხმელს

24 ოქტომბერი, 2020 , 16:15

ფეისბუქზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გადასცა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა, ავთანდილ გალდავამ თანხა საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს. შეგახსენებთ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბა