უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 ოქტომბერი, 2020 22:06
font-size

ქუთაისში `ლელოს` შტაბის წევრს თავს დაესხნენ, პარტიის წევრი ხელშია დაჭრილი და თვალი აქვს დაზიანებული

"ლელოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა ნაცვლიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და თავის ოლქში წევრზე ფიზიკური თავდასხმის შესახებ ისაუბრა.

პარტია "ლელოს" ქუთაისის შტაბის წევრი პაატა კიკაბიძე, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, “ლელოს” მზარდი რეიტინგის გამო პარტიის წევრებზე გამუდმებით მიმდინარეობს ფიზიკური ანგარიშსწორება და შანტაჟი. მისივე განმარტებით, ამ პერიოდში მომხდარი თავდასხმის არცერთი ფაქტი, გამოძიებული არ არის, ამით კი “ქართულმა ოცნებამ” დღეს მომხდარ ამბავს მწვანე შუქი აუნთო.

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, ბოლო რამდენიმე დღეა, პარტიის წევრებს სხვადასხვა რეგიონში გამიზნულად ესხმიან თავს. ჩემი შტაბის წევრს რამდენიმე საათის წინ მიაყენეს ფიზიკური დაზიანება. თავდამსხმელებმა მიუთითეს, რომ ამას აკეთებდნენ იმის გამო, რომ ავტომობილში ჰქონდა “ლელოს” სააგიტაციო მასალა. ეს იყო ჯგუფური დანაშაული და კატეგორიულად მოვითხოვ სამართალდამცავი ორგანოებისგან, რომ ეს საქმე სრულყოფილად იქნას გამოძიებული. ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანია დაკავებული და სასწრაფოდ უნდა მოხდეს კამერების ამოღება იმ ქუჩაზე, სადაც ფაქტი მოხდა. დაყოვნება შეფასებული იქნება, როგორც საქმის მიჩქმალვის მცდელობა. ასევე, ბრალში ასახული უნდა იყოს ის პოლიტიკური მოტივაცია, რომელიც საქმეს თან სდევს. ჩვენი ინფორმაციით თავდამსხმელები არ არინ ადგილობრივები და ისინი დავალებით იყვნენ ჩამოსულები, ამას ადასტურებს ის რომ ამ ადამიანს მიმართეს სახელით და გვარით და მიუთითეს პარტიის სააგიტაციო მასალებზე. მიაყენეს როგორც სიტყვიერი ისე ფიზიკური შეურაცხყოფა და ჩვენი წევრი ხელშია დაჭრილი. “ლელოს” მიმართ მოსალხოების მხარდაჭერის ზრდის პარალელურად იზრდება პარტიის წევრებზე ზეწოლებიც. ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა როგორც ქუთაისში, ასევე თბილისსა და ზუგდიდშიც,”-განაცახადა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი