უკან

საზოგადოება

23 იანვარი, 2018 12:55
font-size

სამსონ ქუთათელაძე უცხო ადამიანს კაბინეტში ნამდვილად არ შეიყვანდა - ე.წ. სტამბოლის ბაზრის დირექტორი

რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრობის მოკლული მეწილის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმეზე რუსთავთან ახლოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სამძებრო სამუშაოები მესამე დღეა, გრძელდება.

სამართალდამცავები მდინარეში გენერლის მკვლელობის იარაღსა და დამნაშავის ტანსაცმელს ეძებენ, რადგან მკვლელმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, სავარაუდოდ, ისინი მტკვარში გადაყარა.

გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს გამოკითხვის პროცესი. მეორეჯერ იყო დაბარებული ბაზრის დირექტორი მამუკა ცხოვრებაძე. მან მოყვა, ბოლოს რა გარემოებაში ნახა სამსონ ქუთათელაძე.

ბაზრის დირექტორის ვარაუდით, მკვლელობა გენერლის ნაცნობმა ჩაიდინა, რადგან ქუთათელაძეს არ სჩვეოდა უცხო პირების შეყვანა თავის კაბინეტში.

„მეორე დაკითხვაზე, ალბათ, დაკონკრეტება აინტერესებდათ. მე მაშინაც ვამბობდი, რომ უცხო ადამიანს იქ ნამდვილად არ შეიყვანდა სამსონ ქუთათელაძე, თან წასვლას აპირებდა, ვიცოდით სუყველამ. მიდიოდა“, -თქვა ცხოვრებაძემ.

ბაზრის მენეჯერის, მათე არჩემაშვილის თქმით, მან მკვლელობის დღეს ორჯერ ნახა ყოფილი პროკურორი გიორგი ჭანტურია და ორჯერ მას სხვადასხვა ტანსაცმელი ეცვა.

„კარგად მახსოვს, დღისით ეცვა რუხი ფერის ნაქსოვი ქუდი და მანტოსავით რაღაც შემოცმული. შარვალი და ფეხსაცმელი არ დამინახავს, რადგან ვიჯექი და წელს ზემოთ დავინახე, როცა გაიარა და მომესალმა.

გვიან საღამოს რომ ვნახე, დუტის ჟილეტი ეცვა. ის ტანსაცმელი არ ეცვა, რაც დილას ჰქონდა“, -უთხრა ბაზრის მენეჯერმა ტვ „იმედს“.

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურია 17 იანვარს დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ის ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

ყოფილი პარლამენტარი და ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი, გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლული რუსთავში, საკუთარ კაბინეტში 15 იანვარს იპოვეს.

ყველას მოვუწოდებთ, გვერდში დაუდგეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მობილიზაცია და 15 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ -„ლელო“

15 დეკემბერი, 2019 , 09:00

მოვუწოდებთ საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს, გვერდში დაუდგეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მაქსიმალური მობილიზაცია და 15 დეკემბერს, 11 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ოკუპანტს ვაჩვენოთ ჩვენი

აქ ყოველთვის იყო ევროპა - გიორგი გახარია

14 დეკემბერი, 2019 , 17:55

აქ იყო ყოველთვის ევროპა და ამის დამადასტურებელია ჩვენი ისტორია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ

სამინისტრო აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში

14 დეკემბერი, 2019 , 17:45

სამინისტრო, მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში, - ამის შესახებ ნათქვამია განათლ

ნატო ჩხეიძე: მარტო მე მახსოვს და სხვას არავის ქართული ოცნებიდან?

14 დეკემბერი, 2019 , 17:17

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" ორგანიზებული ღონისძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „სერიიდან: “ერთადერთი რამეა ქვეყნისათვის საშიში”   დეპუტატ

თავისუფლების მოედანზე, `ქართული ოცნების` მიერ ორგანიზებული ღონისძიებას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

14 დეკემბერი, 2019 , 16:45

ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე ევროსაბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო. ღონისძიების მონაწილეებს

ყველას მოვუწოდებთ, გვერდში დაუდგეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მობილიზაცია და 15 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ -„ლელო“

14 დეკემბერი, 2019 , 16:40

მოვუწოდებთ საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს, გვერდში დაუდგეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მაქსიმალური მობილიზაცია და 15 დეკემბერს, 11 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ოკუპანტს ვაჩვენოთ ჩვენი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`