უკან
უახლესი ამბები
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
რეგიონები
11 მაისი, 2018 11:45
სამტრედიაში, ერთ-ერთი სახლის საპირფარეშოს ორმოში გარდაცვლილი ახალშობილის ცხედარი იპოვეს
სამტრედიაში,თავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი ოჯახის ეზოს საპირფარეშოს ორმოში გარდაცვლილი ახალშობილის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ჩვილი რამდენიმე საათის დაბადებულია.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, საპირფარეშოში შესულმა ორმოში რაღაც საეჭვო დაინახა, რომელიც ჩვილის ცხედარი აღმოჩნდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა გუშინ გახდა ცნობილი.
ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობდნენ.
შსს-ს ცნობით, საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.