უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

27 ოქტომბერი, 2020 12:55
font-size

სამწლიანი გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში გაზიფიცირება დასრულდება საქართველოში 384 სოფელში - მოსახლეობის 90% იქნება გაზიფიცირებული - გიორგი გახარია

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2021 წლიდან 2024 წლამდე განაახლოს, გააგრძელოს გაზიფიცირების ახალი სამთავრობო პროგრამა, რომლის შედეგიც იქნება დამატებით 211 გაზიფიცირებული სოფელი და დაახლოებით 33 000 ოჯახი საქართველოში, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წალენჯიხაში, გაზიფიცირების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2019 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო სამწლიანი გაზიფიცირების გეგმა და ამ გეგმის ფარგლებში გაზიფიცირება დასრულდება საქართველოში 384 სოფელში.

„დღეს მნიშვნელოვანი მიზეზის გამო შევიკრიბეთ. დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენ გვქონდა ასეთი შეხვედრა და მაშინ ვთქვით, რომ წალენჯიხაში, გაზიფიცირების პროგრამა დაიწყება და მისი დასრულება დიდი ხნით არ გადავადდება. ერთი წელი გავიდა, ჩვენ უკვე გარკვეული შედეგები გვაქვს, რაზეც მინდა, რომ ერთად ვისაუბროთ. 2019 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო სამწლიანი გაზიფიცირების გეგმა ამ გეგმის ფარგლებში გაზიფიცირება დასრულდება საქართველოში 384 სოფელში, აქედან, 92 დასახლებული პუნქტი და სოფელი გახლავთ სამეგრელოში, მათ შორის წალენჯიხაში. ეს რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2021 წლიდან 2024 წლამდე განაახლოს, გააგრძელოს გაზიფიცირების ახალი სამთავრობო პროგრამა, რომლის შედეგიც იქნება დამატებით 211 გაზიფიცირებული სოფელი და დაახლოებით 33 000 ოჯახი საქართველოში. საქართველოს მოსახლეობის 90% იქნება გაზიფიცირებული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მონაცემი ევროპაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება წალენჯიხას, მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში დაახლოებით 130 000 გრძივი მეტრი გაზის გაყვანილობა იქნა გაკეთებული და წალენჯიხის 2900 ოჯახს ბუნებრივი გაზი ექნება.

„რაც შეეხება წალენჯიხას, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში დიდი სამუშაოები იყო ჩატარებული, დაახლოებით 130 000 გრძივი მეტრი გაზის გაყვანილობა იქნა გაკეთებული და წალენჯიხის 2900 ოჯახს ბუნებრივი გაზი ექნება. ამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ძირითადი მიზანია, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ სხვაობა დიდ ქალაქებს, სოფლებსა და დაბას შორის. მთავრობა ვალდებულია, მაქსიმალურად გაათანაბროს ცხოვრების ყოველდღიური პრაქტიკული პირობები, იმის მიუხედავად, თუ სად ვცხოვრობთ ჩვენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიფიცირების სამწლიანი პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შესახებ ანგარიში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წარადგინა.

საქართველოს მთავრობის 2019-2021 წლების გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმის შესაბამისად, ბუნებრივი აირი საქართველოს მასშტაბით 384 სოფელში შევა. გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია 187 დასახლებულ პუნქტში, რამაც 35 859 აბონენტს ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის საშუალება მისცა.

საქართველოს გაზიფიცირების სამუშაოებზე 2013-2021 წლებში ჯამში 659 მილიონამდე ლარი იხარჯება. გაზიფიცირების პროგრამის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა განიხილავს 2022-2024 წლებში გაზიფიცირების ახალი სამწლიანი გეგმის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც 211 დასახლებული პუნქტისა და 33 000-ზე მეტი აბონენტის გაზიფიცირება იგეგმება.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

24 ნოემბერი, 2020 , 14:40

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი ბენო ჭელიძე კორონავირუსით გარდაიცვალა. იგი ამავე კლინიკაში მკურნალობდა. "ექიმი ბენო ჭელიძე 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. 19 ნოემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, 20 ნოემბერს კლინიკაში მ

გომი-კორბოულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

20 ნოემბერი, 2020 , 17:50

გომი-კორბოულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე

აფხაზეთის მთავრობის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში COVID-19-ის ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩატარდა

20 ნოემბერი, 2020 , 10:30

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების შ

ბათუმში კორონავირუსით მედიკოსი გარდაიცვალა

18 ნოემბერი, 2020 , 21:36

გუშინ ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული ექთანი ნადია შარვაშიძე გარდაიცვალა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილი ექთანი შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა. ეს სამე

ბათუმში ექიმი და ექთანი კორონავირუსით გარდაიცვალა

18 ნოემბერი, 2020 , 15:15

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, იგი 9 დღის განმავლობაში ამავე საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა და გარდაიცვალა. ამასთან, კორონავირუსის შე

National Geographic-მა სვანეთის რეგიონი 2021 წელს მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა

17 ნოემბერი, 2020 , 16:55

National Geographic-მა სვანეთის რეგიონი 2021 წელს მსოფლიოს 25 საუკეთესო მიმართულებებს შორის დაასახელა, რომელსაც ტურისტი პოსტპანდემიურ პერიოდში უნდა ეწვიოს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავ