უახლესი ამბები
- 19.01.2021 12:10პოლიციამ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოავლინა
- 19.01.2021 12:10გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
- 19.01.2021 12:10ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა
- 19.01.2021 12:10პოლიციამ „TV პირველის“ ოპერატორების მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
- 19.01.2021 11:43გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა
- 19.01.2021 11:19საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
- 19.01.2021 10:46დღის კალენდარი _ 19 იანვარი
არქივი
საზოგადოება


სამწუხარო რეალობაა, რომ ძალადობას სისტემური ხასიათი ჰქონდა სკოლაში და ამაზე რეაგირება არ ხდებოდა - სახალხო დამცველი
სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამო უწყებათაშორისო საბჭოს შექმნა დაგვიანებული ნაბიჯია სკოლაში დანაშაულის პრევენციისთვის. მისი თქმით, სკოლაში ძალადობას სისტემური ხასიათი აქვს, თუმცა ამაზე სათანადო რეაგირება არ ხდება.
„მე ვფიქრობ, რომ ეს არის დაგვიანებული, მაგრამ კარგია, რომ მოხდა ასეთი რეაგირება და სახელმწიფომ, იმედი მაქვს, გაისიგრძეგანა ის პრობლემა, რომელიც ამ კუთხით არსებობს ქვეყანაში. ჩვენ სპეციალური ანგარიშიც მოვამზადეთ რამდენიმე თვის წინ, სადაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ აუცილებელია კომპლექსური მიდგომა. მხოლოდ ერთ უწყებას, თუნდაც განათლების სისტემას, არ შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება და სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ერთიანი პოლიტიკა შემუშავებული და სწორედ აქ ვხედავთ ჩვენ გამოწვევას.
აუცილებელია პრობლემის მოსაგვარებლად იყოს მთელი რიგი სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მოქმედება. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართვა, უშუალოდ სკოლის მასწავლებლების, მშობლების მონაწილეობა ამ პროცესში. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ზოგადად სკოლებში ძალადობის კუთხით მდგომარეობა საგანგაშოა. ის, რომ სისტემური ხასიათი ჰქონდა ბულინგს სკოლაში, სისტემური ხასიათს ჰქონდა ძალადობას და ამაზე რეაგირება შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან არ ხდებოდა, ეს არის, სამწუხაროდ, ის რეალობა, რომელზეც ვსაუბრობდით და რომელსაც, სამწუხაროდ, არ მოჰყოლია ადეკვატური რეაგირება“, -თქვა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველის შეფასებით, მომხდარზე დამნაშავეა არა მხოლოდ სკოლა და სახელმწიფო, არამედ მედიაც.
„პასუხისმგებელი არის ყველა, რა თქმა უნდა, სკოლაც, მანდატურის სამსახურიც, განათლების სამინისტროცა და შსს-ც, სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს ერთიანი პოლიტიკა შემუშავებული. რეალურად, როდესაც საზოგადოების ჩართულობაზეც ვსაუბრობთ, ჩვენ მედიის როლზეც უნდა ვისაუბროთ, რომელიც მთელ რიგ მომენტებთან დაკავშირებით, როდესაც ხდება ფაქტობრივად წახალისება და სტანდარტების დარღვევით გაშუქება მთელი რიგი საკითხების, სამწუხაროდ, ხელს უწყობს ამ აგრესიის კულტივირებას, რაც, სამწუხაროდ, ქვეყანაში შეინიშნება უკვე წლების განმავლობაში“, - აღნიშნა ომბუდსმენმა.
1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს. ერთ-ერთი მათგანი იმავე დღეს, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი - 2 დეკემბერს. პოლიციამ შაბათს პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე ცხელ კვალზე დააკავა, ხოლო მეორე მოზარდის დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
19 იანვარი, 2021 , 11:19

მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
19 იანვარი, 2021 , 10:20
„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”
18 იანვარი, 2021 , 21:40

პირველი თებერვლიდან კლინიკები მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას დაუბრუნდებიან
18 იანვარი, 2021 , 17:45

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2994 ლარი გახდა
18 იანვარი, 2021 , 17:15

18 იანვრიდან “ტელესკოლის“ გაკვეთილები განახლდა
18 იანვარი, 2021 , 17:15