უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 ნოემბერი, 2017 14:15
font-size

სამწუხაროდ, აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიების დაწყებიდან 6 თვის თავზე არ ხდება საზოგადოების ინფორმირება - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის აპარატი აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით მოუწოდებს მთავარ პროკურატურას, გამოძიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, ასევე ჩაატაროს ექსპერტიზა, რათა დაადგინოს კოლმეურნეობის მოედანზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერების ავთენტურობა.

ომბუდსმენი ასევე წუხს, რომ გამოძიებამ არ გაამახვილა ყურადღება დანაშაულის შესაძლო დამამძიმებელ გარემოებებზე, როგორიცაა თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჯგუფის მიერ, რის შემდეგ მოხდა ადამიანის გადაყვანა საზღვარგარეთ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიება 6 თვის წინ დაიწყო. სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნით, საქმე გადაეცა მთავარ პროკურატურას.

„მედიანიუსი“ სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ზუსტად 6 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისის საღამოს თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა. ჟურნალისტის მითითებით, იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ქართულად მოლაპარაკე პირებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას ხელბორკილები დაადეს და სასტიკად სცემეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

2017 წლის 20 ივლისიდან, სახალხო დამცველის წინადადების ნაწილობრივი გათვალისწინების შედეგად, აფგან მუხთარლის საქმე გამოსაძიებლად საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა. თუმცა, პროკურატურას დღემდე არ გაუზიარებია დასახელებული წინადადების ის ნაწილი, რომლითაც სახალხო დამცველი, პროცესუალური უფლებებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად, აფგან მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვდა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახეზეა მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების წინაპირობები, რამდენადაც ჩადენილი შესაძლო დანაშაულის შედეგად, მას მიადგა ზიანი, ხოლო სტატუსის მინიჭება აუცილებელია, რათა მუხთარლისა და მის ადვოკატს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა, დააკვირდნენ მიმდინარე გამოძიებას.

ამასთან, პროკურატურას დღემდე არ გამოუკვეთავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებები, როგორიცაა თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით ან/და დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას, გამოძიება დაიწყოს იმ დანაშაულზე, რომლის შესახებაც გამომძიებელი/პროკურორი მიიღებს ინფორმაციას. განსახილველ შემთხვევაში, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანში დაკავებისთანავე მიუთითებდა, რომ მისი გატაცება და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემა განხორციელდა ჯგუფურად. შესაბამისად, სახეზე იყო წინაპირობა, გამოძიება დაწყებულიყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143–ე მუხლის იმ ქვეპუნქტით, რომელიც გაწერს აღნიშნული დანაშაულის დამამძიმებელ შესაბამის ნიშანს. სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, შეცვალოს დანაშაულის კვალიფიკაცია მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

სახალხო დამცველი ყურადღებით ადევნებს თვალს აღნიშნულ საქმესთან კავშირში მყოფ მოვლენებს. მათ შორის, აღსანიშნავია კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელთა თანახმად, დროის იმ მონაკვეთში, როდესაც სავარაუდოდ კადრში აფგან მუხთარლი უნდა გამოჩენილიყო, კადრი ჩერდება და განსხვავებული ჩანაწერით იცვლება. კერძოდ, მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში იცვლება დრო, ამინდი და მანქანების შემადგენლობა სადგომზე. აღნიშნულის თაობაზე, სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და გამოითხოვა ინფორმაცია, ხომ არ გაჩენილა ეჭვი ჩანაწერების ავთენტურობასთან დაკავშირებით და აღნიშნულის დასადგენად დაინიშნა თუ არა შესაბამისი ექსპერტიზა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე, სხვადასხვა ობიექტიდან გამოთხოვილ იქნა ათეულობით ვიდეო–სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი, რომელთა ავთენტურობასთან დაკავშირებით ეჭვის საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, ექსპერტიზა არ დანიშნულა.

აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2017 წლის 8 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაიგზავნა შუამდგომლობა აფგან მუხთარლის გამოკითხვის თაობაზე. ვინაიდან აღნიშნულ შუამდგომლობაზე პასუხი იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პროკურატურას არ მიუღიათ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს ქართულმა მხარემ დამატებით 2017 წლის 31 ივლისს და 2017 წლის 12 სექტემბერს მიმართა შეხსენებით შუამდგომლობის განხილვის დაჩქარებასთან დაკავშირებით.

აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველს კომუნიკაცია ჰქონდა აზერბაიჯანის ომბუდსმენთანაც.

სამწუხაროა, რომ გამოძიების დაწყებიდან 6 თვის გასვლის შემდეგაც, ასეთი მაღალი საჯარო ინტერესის საქმეზე, პროკურატურის მიერ არ ხდება საზოგადოების ინფორმირება, რაც გააჩენდა ნდობას გამოძიების დროულად და ეფექტურად მიმდინარეობასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა დაუყოვნებლივ მიიღებს ყველა ზომას გამოძიების დროულად და ეფექტურად წარსამართად, ჩაატარებს ყველა საგამოძიებო მოქმედებას, მათ შორის, შესაბამის ექსპერტიზას ვიდეოჩანაწერების ავთენტურობასთან დაკავშირებით და ამ საქმის გარშემო გაჩენილ კითხვებს ობიექტური მტკიცებულებებით უპასუხებს, რათა ყველა დამნაშავე პირმა პასუხი აგოს მართლმსაჯულების წინაშე. სახალხო დამცველი გამოძიების მიმდინარეობაზე ზედამხედველობას აგრძელებს“, - წერია განცხადებაში.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა

2 ივნისი, 2020 , 17:15

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, 8 ივნისიდან დასაშვები ხდება ყველა ეკონომიკური საქმიანობა სპორტული, კულტურული

მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარია

2 ივნისი, 2020 , 16:50

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ივნისს, დღის ბოლოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვ

ტექნიკურ უნივერსიტეტში „დიდი იდეების გამოწვევა 2020“-ის გამარჯვებული ტოპ 10 იდეა გამოვლინდა

2 ივნისი, 2020 , 16:21

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონკურსის - „დიდი იდეების გამოწვევა 2020“ შემაჯამებელი ონლაინ ღონისძიება გაიმართა. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვება მოიპოვა იდეამ - Contacting Agro-Cam, რომლის ავტორები ტე

გენერალურ პროკურატურაში წიგნის ,,ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში“ პრეზენტაცია გაიმართა

2 ივნისი, 2020 , 15:00

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წიგნის „ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში“ პრეზენტაცია გაიმართა. სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია პროკურორებისთვის და გ

სურსათის ეროვნული სააგენტო დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციებს გასცემს

2 ივნისი, 2020 , 14:10

სურსათის ეროვნული სააგენტო დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციებს გასცემს. დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს

“საქმე გვაქვს „ჩასაფრებული ადამიანის“ კლასიკურ შემთხვევასთან” - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

2 ივნისი, 2020 , 12:57

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს. ის ერთ-ერთი სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება. "ა.წ. 22 მაისს რადიო თავი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!