უკან

პოლიტიკა

2 აპრილი, 2018 15:55
font-size

სამწუხაროდ, მასმედია ხშირად არ აშუქებს გაკეთებულ საქმეებს - გიორგი კვირიკაშვილი

დღეს მოდაშია ნეგატივი და ხშირად ადამიანებმა სამწუხაროდ არ იციან თუნდაც მეზობელ სოფელში თუ ქალაქში გაკეთებული საქმის შესახებ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ თვითკმაყოფილნი გაკეთებული საქმით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ რუსთავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ გაკეთებული საქმეები და შესრულებული დაპირებები იცოდნენ, განსაკუთრებით “ქართული ოცნების” წევრებმა.

„მინდა, საკმაოდ დეტალურად ვისაუბრო ჩვენს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, ვინაიდან, სამწუხაროდ, ხშირად მასმედია ხშირად არ აშუქებს გაკეთებულ საქმეებს. დღეს, მოგეხსენებათ, მოდაშია ნეგატივი და ხშირად, ადამიანებმა სამწუხაროდ არ იციან თუნდაც მეზობელ სოფელში თუ ქალაქში გაკეთებული საქმის შესახებ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ თვითკმაყოფილნიგაკეთებული საქმით. წინ გაცილებით უფრო ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, გაკეთებული საქმეები და შესრულებული დანაპირები იცოდნენ განსაკუთრებით ჩვენი პარტიის აქტივის წევრებმა”, – მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა კონფერენციის მონაწილეების.

მისივე თქმით, ქვემო ქართლის რეგიონშიჯამში დაახლოებით 1700 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლის საერთო ღირებულება 151 300 000 ლარია.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რეგიონში დაიგო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 401 კმ გზას, რაზეც დაიხარჯა 70 500 000 ლარი.

“აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 100–მდე საბავშვო ბაღს. მხოლოდ გასული სამი წლის განმავლობაში აშენდა 9 საბავშვო ბაღი, მათ შორის: ქალაქ რუსთავში, მარნეულში სოფელ ალგეთში, სოფელ სადახლოში, წელს დასრულდება საბავშვო ბაღების მშენებლობა წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში კიზილკილისსა და კოხტაში, გარდაბანში სოფელ ახალსოფელში და სოფელ აღთაკლია–ყარათაკლიაში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთშიდა სოფელ ასურეთში. აღნიშნულ ბაღებს ჯამში 800–ზე მეტი ბავშვის მომსახურება შეუძლიათ. რეაბილიტირდა და ახალი სასმელი წყლის სისტემა იქნა გაყვანილი 278 სოფელში, თანხით 15 800 000 ლარი. გასულ წელს დაიწყო მასშტაბური პროექტი, როგორიცაა მარტყოფის, ნორიოსა და ახალსოფლის წყალმომარაგების ქსელის მშენებლობა, რომელიც, უნდა ითქვას, რომ თავისი მნიშვნელობით და მასშტაბებით უპრეცედენტოა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის და იგი ხუთი სოფლის – ახალსოფლის, ნორიოს, მარტყოფის, ახალი სამგორის და ვაზიანის 18 000-მდე ოჯახს მოემსახურება 24-საათიან რეჟიმში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

5 ივლისი, 2020 , 10:35

საქართველოს 6 ივლისს ვიზიტით ეწვევა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამ

მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გაართულებს თურქეთის საგარეო-პოლიტიკურ მდგომარეობას - შალვა ნათელაშვილი

4 ივლისი, 2020 , 15:10

მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გაართულებს თურქეთის საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობას, მათ შორის საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობაშიც შეიტანს ბზარებს, – ამის შესახებ „ლეიბორ

„ქართული ოცნება” განწირულია ოპოზიციაში გადასვლისთვის - გიორგი კანდელაკი

3 ივლისი, 2020 , 16:55

“რაც უნდათ, ის დაგვიძახონ. ეს ვერ უშველის მათ გარდაუვალი მარცხისგან და ჩვენი ხალხის ნების განხორციელებისგან”, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა. მისი თქმით,

რეფორმები ჩვენი ნორმალური მდგომარეობა უნდა გახდეს - გიორგი გახარია

3 ივლისი, 2020 , 15:20

საპარლამენტო რესპუბლიკა და პროპორციული საარჩევნო სისტემა არის თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მახასიათებელი, ამან ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს ჩვენი პოლიტიკური ველი, ჩვენი პოლიტიკური კულტურა, - ამის შესახე

„მომეწონა ხელისუფლებაში ყოფნა, ქვეყნის ძარცვა, კორუფცია გადასარევია და ამიტომ უნდა დავრჩე“ - სავარაუდოდ ეს იქნება „ქართული ოცნების“ ბოლო საარჩევნო დაპირება - დავით ჭიჭინაძე

3 ივლისი, 2020 , 12:55

„მომეწონა ხელისუფლებაში ყოფნა, ქვეყნის ძარცვა, კორუფცია გადასარევია და ამიტომ უნდა დავრჩე“ - სავარაუდოდ ეს იქნება „ქართული ოცნების“ ბოლო საარჩევნო დაპირება, სხვა აღარაფერი დაიტოვეს, - ამის შესახებ

იმ ქვეყანასთან თანამშრომლობა, სადაც პოლიტპატიმრები არიან, არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოს არ სურს - ბადრი ჯაფარიძე

2 ივლისი, 2020 , 17:35

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ქვეყანაში მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება ხდება და მმართველი გუნდის განცხადება, ქვეყანაში პოლიტპატ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე