უკან

პოლიტიკა

7 აპრილი, 2017 16:10
font-size

სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი ყოფილიყავით - სალომე ზურაბიშვილი

მთაწმინდის დამოუკიდებელმა დეპუტატმა პარლამენტში, სალომე ზურაბიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ გიორგი მარგველაშვილს მიმართა და ის გააკრიტიკა.

"სამწუხაროდ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ, არ თუ ვერ გაუფრთხილდით ამ სიმბოლოს ისე, როგორც სასურველი იქნებოდა. სამწუხაროდ, ის მრავალთავიანი საგარეო წარმოამდგენლობა მსოფლიო მოედანზე გადააქციეთ სამარცხვინო შეჯიბრად და ქიშპობის საგნად. სამწუხაროდ, გაერთიანებისა და მიუკერძოებლობის სიმბოლოს მაგივრად ნელ-ნელა იქეცით საზოგადოებსი ერთი ნაწილის პოზიციების გამხმოვანებლად. დღესაც, ალბათ, ვნახავთ თქვენსა და ერთ ფლანგს პოზიციათა შორის დიდ მსგავსებას. გადახვედით სახელმწიფო მოღვაწეობიდან პოლიტიკურ არენაში. სამწუხაროდ, თქვენ როცა შეირგეთ პირველ დღესვე ამ ადგილზე თქვენივე დანიშვნე, თქვენვე დააყენეთ მაშინ პრეზიდენტის არჩევითობის პრინციპი.

სამწუხაროდ, როცა შეწყალების დროს თქვენი ახლობლების მიმართ უფრო ლმობიერებას იჩენთ, ვიდრე უპატრონო მოქალაქეების მიმართ, თქვენვე მორალურ ავტორიტეტს აქვეითებთ. სამწუხაროდ, როცა ვეტოთი ვხმალაობთ, იმის მაგივრად, რომ ეს ბერკეტი გამოიყენოთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როცა ნამდვილად დემოკრატიული სახელმწიფოებრივი პრინციპი ირღვევა და საფრთხის ქვეშ დგება და ამის მაგივრად რომ მიგეჩვიათ საზოგადოება ჩვეულებრივ აზრთა სხვაობას, დისკუსიას და ურთიერთაზრების პატივისცემას, თუმცა ეს მხოლოდ თქვენზე არაა დამოკიდებული, ამის მაგივრად დაპირისპირებისა და დაძაბულობის მაგალითს აძლევთ თქვენი გამაერთიანებელ როლს აკნინებთ. სამწუხაროდ, თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი ყოფილიყავით და დღემდე ველოდები თქვენ მიერ გამოთქმულ პოზიციას უცხოეთში ჩვენს თანამემამულეებზე. სააკაშვილის პრაქტიკა შეირგეთ და მადლობებსაც კარგად ღებულობთ",- მიმართა ზურაბიშვილმა პრეზიდენტს.

ნინო ექვთიმიშვილი

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი