უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

11 თებერვალი, 2019 15:25
font-size

სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია

ჩატარებული ყოველთვიური მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ჯეირანის აღდგენის პროექტის განხორციელებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა. სროლის ხმა აფრთხობს ქურციკებს, რაც მათი ქცევის შეცვლას იწვევს - გაშლილი ტერიტორიებიდან ინაცვლებს ტყე-ბუჩქნარიან ადგილებზე თავშესაფრის მოძიების და დამალვის მიზნით. შესაბამისად, ადვილი მოსანადირებელი ხდება მგლებისთვის.

აღნიშნულის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობით, მიიღო გადაწყვეტილება სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დროებით აკრძალვის შესახებ.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა 2019 წლის 13 თებერვლიდან აკრძალულია.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს გადაშენებული ან გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველთა სახეობების აღდგენისა და დაცვისა მიზნით. ამგვარ სახეობათა შორისაა ჯეირანიც (ქურციკი), რომლის აღდგენის ღონისძიებები ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიმდებარე სამუხის ველზე ხორციელდება.

2013 წლიდან, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს აქტიური ჩართულობით, ასევე, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით, მიმდინარეობს ქურციკის აღდგენის პროექტი.

დღეისათვის, ჯეირნის 70-ზე მეტი ინდივიდი შემოყვანილია აზერბაიჯანიდან და გაშვებულია საქართველოში, ამ ცხოველის ისტორიული გავრცელების არეალში, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიმდებარე სამუხის ველზე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შემოყვანილმა ჯეირნებმა საბინადრო გარემოდ სწორედ სამუხის ველი და არა მოსაზღვრედ მდებარე ვაშლოვანის დაცული ტერიტორია აირჩიეს, რითაც დასტურდება სამუხის ველის განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ სახეობის აღდგენისათვის. 2018 წელს, საქართველოში ქურციკების უკვე მესამე თაობა დაიბადა.

სამტრედიისა და ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლდა

16 თებერვალი, 2019 , 11:35

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამტრედიისა და ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განაახლა. ამის შესახებ უწყების პრსსამსახურის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

16 თებერვალი, 2019 , 11:01

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბუ

ბათუმში დანგრეული სინაგოგის გადარჩენის კამპანიას სათავეში ისრაელის სახლი ჩაუდგება

15 თებერვალი, 2019 , 17:22

„ისრაელის სახლი“ ბათუმში თითქმის დანგრეული, საუკუნოვანი სინაგოგის გადარჩენის კამპანიას უხელმძღვანელებს და ძეგლის გადარჩენის ფონდს შექმნის. საქართველოში ისრაელის ქნესეთის მხარდაჭერით მოქმედ ორგანიზაციას სინაგო

„ენგურჰესი“ მუშაობის შეწყვეტის საფრთხის წინაშეა

15 თებერვალი, 2019 , 16:40

„ენგურჰესის“ ჰიდროელექტროსადგური მუშაობის გაჩერების საფრთხის წინაშე დგას. „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ პირველ არხთან განაცხადა, რომ ელექტროსადგურის წყალსაცავში წყლის

ბათუმთან, ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრები 1700 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება - მამუკა ბახტაძე

13 თებერვალი, 2019 , 15:40

ბათუმთან არსებულ დასახლებაში, ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრები 1700 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართუ

ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი სწორედ ის არის, რომ თანაბრად განვავითაროთ საქართველოს ყველა რეგიონი - მამუკა ბახტაძე

13 თებერვალი, 2019 , 12:27

საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის ყველა რეგიონის თანაბრად განვითარებაა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნაზე სიტყვით გა