უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 მაისი, 2017 17:00
font-size

სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევებს სახელმწიფოს მხრიდან დროული და მკაცრი რეაგირება სჭირდება - სახალხო დამცველი

სახახლო დამცველი მშენებლობაზე დასაქმებული მუშის გარდაცვალების ფაქტს განცხადებით ეხმიანება:

,,2017 წლის 30 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, მშენებლობაზე დასაქმებული მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. ამავე ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა).

სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ახლობლებს. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს სამუშაო ადგილზე გარდაცვალების მეშვიდე ფაქტია, რომელსაც სახალხო დამცველი საჯარო განცხადებით ეხმიანება. შემთხვევების საკმაოდ დიდი რაოდენობა მედიის მიღმა რჩება, ხოლო არსებული რეალობა კიდევ უფრო მძიმეა. ბოლო წლების მანძილზე სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები ზრდადია, რაც აშკარად მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან სასწრაფო და ქმედითი ზომების გატარების აუცილებლობაზე.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებას არა აქვს ინფორმაცია სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების შედეგებზე. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ფაქტი გამოძიებულ იქნეს დროულად და ეფექტურად. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნით, საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმით (2016–2017 წლებისათვის) ერთ–ერთ მნიშნელოვან საქმიანობად განისაზღვრა სამუშაო ადგილებზე დაშავების და გარდაცვალების შემთხვევებზე სისხლის სამართლის გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზირება და პროაქტიული გამოქვეყნება. აღნიშნული საქმიანობის განხორციელება დაევალა საქართველოს მთავარ პროკურატურას, შესრულების ვადად განისაზღვრა 2016–2017 წლები, ინდიკატორად კი – „ინფორმაცია გამოქვეყნებულია სათანადო პერიოდულობით“. აღსანიშნავია, რომ მოცემული ინფორმაცია ამ დრომდე გამოქვეყნებული არ არის.

სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევებს სახელმწიფოს მხრიდან დროული და მკაცრი რეაგირება სჭირდება. ამავდროულად, სახელმწიფოს ძალისხმევა მაქსიმალურად უნდა იყოს მიმართული ამ შემთხვევების პრევენციისაკენ შესაბამისი მექანიზმების, მათ შორის ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნით.’’

`ბიძინა და საპატრიარქო მიზანმიმართულად კლავს პატიოსან მოძღვარს`- დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას მართავს

15 ოქტომბერი, 2019 , 18:28

 ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე საპროტესტო პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეების გან

ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საგრანტო პროექტები განიხილა

15 ოქტომბერი, 2019 , 17:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდა. „მნიშვნელოვანია FAO-ს მხარდაჭ

შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიურ კონფერენციასა და ტექნოლოგიურ გამოფენას მასპინძლობს

15 ოქტომბერი, 2019 , 17:40

16-17 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისი ჰოტელში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერითა და საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) ეგიდით, საგადასახადო კანონ

ხაშურის სამშობიარო სახლში დედა და ჩვილი გარდაიცვალნენ

15 ოქტომბერი, 2019 , 17:35

დღეს გამთენიისას სამშობიარო სახლში 40 წლის ინგა კაკიაშვილი გარდაიცვალა. სურამში მცხოვრები ინგა კაკიაშვილი მეხუთე შვილს აჩენდა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. გარდაცვლილის დედის, ლია კაკიაშვილის თქმით, მისი შვილი კლინი

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა

15 ოქტომბერი, 2019 , 16:20

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა

უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შემუშავდება ეროვნული სტრატეგია - ზაზა გაბუნია

15 ოქტომბერი, 2019 , 15:25

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, 10 ოქტომბერს, უსახლკაროთა საერთაშორისო დღეს რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტმა მიიღო გადაწყ