უკან

რეგიონები

10 ოქტომბერი, 2017 13:55
font-size

სამუშაო ადგილზე ყოველი ხუთი ადამიანიდან ერთს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს

დღეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხარდაჭერით ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ყოველწლიურად ის ერთ კონკრეტულ პრობლემას ეძღვნება, 2017 წელი კი ეთმობა ფსიქიკურ ჯანმრთელობას სამუშაო ადგილზე.

დღეს ქუთაისი პირველად მასპინძლობს ფსიქიკური ჯანმრთელობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. ქალაქში შემდეგი აქტივობებია დაგეგმილი:

13:00-14:00 სთ: აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე „ერთად - უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“.

15:30-17:00 სთ: ვ.ანჯაფარიძის სახელობის სკვერში ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა მხარდამჭერი აქცია გაიმართება. იქნება მუსიკალური წარმოდგენა სტუდენტების მონაწილეობით, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენა, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან, აკადემიკოს ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო ღონისძიების პარტნიორები არიან „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ და „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება“.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებუთ, სამუშაო ადგილზე ყოველი ხუთი ადამიანიდან ერთს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. აქციის ორგანიზატორების განმარტებით, ამ ღონისძიებით ისინი ცდილობენ, ჩართონ ბიზნესის წარმომადგენლები, დამსაქმებლები, ადამიანის უფლებადამცველები, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროვაიდერები, ოჯახები, ბენეფიციარები და საზოგადოების სხვა ჯგუფები ფართო დისკუსიაში სამუშაო ადგილზე ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, 2010 წელს ფსიქიკურ ჯანდაცვაზე წლიური გლობალური ხარჯი 2.5 ტრილიონი აშშ დოლარი იყო და ეს რიცხვი 2030 წლისთვის 6 ტრილიონი აშშ დოლარი გახდება. მსოფლიო ბანკმა ფსიქიკური ჯანმრთელობა გლობალური განვითარების პრიორიტეტად გამოაცხადა, რაც აღიარებს ფსიქიკური ჯანმრთელობის გადამწყვეტ გავლენას ეკონომიკურ განვითარებასა და კეთილდღეობაზე.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

28 თებერვალი, 2020 , 12:35

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო,

რაჭაში დაცული ტერიტორია დაარსდება

26 თებერვალი, 2020 , 11:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა რაჭის რეგიონში დაცული ტერიტორიების დაარსების საკითხი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განიხილეს. როგორც „მედიანიუს

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

25 თებერვალი, 2020 , 13:30

გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპრტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იტყობინება. „საქართველოს რეგიონ

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25 თებერვალი, 2020 , 11:35

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25 თებერვალი, 2020 , 11:35

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერა

EMC, მწვანე ალტერნატივა და საია შუქრუთსა და ითხვისში არსებულ კრიზისს ეხმიანებიან

24 თებერვალი, 2020 , 11:25

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში შპს “ჯორჯიან მანგანეზთან” ადგილობრივების დაპირისპირება კვლავ განახლდა. EMC, მწვანე ალტერნატივა და საია შუქრუთსა და ითხვისში არსებულ კრიზისს ეხმიანებიან: “შუქრუთის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`