პოლიტიკა


სანდრა რულოვსის ადგილს პარლამენტში სავარაუდოდ, გიორგი ღვინიაშვილი დაიკავებს
სანდრა რულოვსის ადგილს პარლამენტში, სავარაუდოდ, ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის, რიგით 28-ე ნომერი, გიორგი ღვინიაშვილი დაიკავებს. სწორედ ეს უკანასკნელი იქნება რულოვსის ადგილმონაცვლე საკანონმდებლო ორგანოში.
საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ვინაიდან, ნაციონალურ მოძრაობას ახალი მოწვევის პარლამენტში 27 მანდატი ექნება, პარტიის პროპორციული სიის მეორე ნომრის ნაცვლად, საკანონმდებლო ორგანოში სიის რიგითობის მიხედვით 28-ე ნომერი შეცვლის.
სანდრა რულოვსის მხრიდან პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის გადაწვეტილებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ,,ქართული ოცნების’’ წევრმა, გიორგი კახიანმა, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
,,მიუხედავად იმისა, რომ სანდრა რულოვსს უკვე აქვს შეტანილი განცხადება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმის თაობაზე, რომ არ სურს პარლამენტის წევრობა, თუ მაინც მომართავს ცენტრალური საარჩევნო კომისია პარლამენტს და სანდრა რულოვსს მიიჩნევს არჩეულ პარლამენტის წევრად, ასეთ შემთხვევაში პარლამენტში დადგება მისთვის უფლებამოსილების ცნობის საკითხი. არ გამოვრიცხავ, რომ არსებული რეგულაციიდან გამომდინარე, მოხდეს სანდრა რულოვსის უფლებამოსილების ცნობა და შემდეგ მას უკვე შეუძლია მიმართოს საქართველოს პარლამენტს, როგორც მოქმედმა პარლამენტის წევრმა და მოითხოვოს მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა’’, - განმარტავს გიორგი კახიანი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა - მამუკა ბახტაძე
17 თებერვალი, 2019 , 10:49

2008 წელს საქართველოს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ სრულიად გამოუთხარა ძირი უსაფრთხოებას და მშვიდობას - მამუკა ბახტაძე
17 თებერვალი, 2019 , 10:45

საქართველო ბუნებრივად არის რეგიონულ ცენტრად და ხიდად გადაქცევის კანდიდატი, რითაც ხელს შეუწყობს მზარდ საერთაშორისო სავაჭრო ტვირთბრუნვას ევროკავშირსა და ჩინეთს შორის - მამუკა ბახტაძე
17 თებერვალი, 2019 , 10:41

მამუკა ბახტაძე მიუნხენში ალექსის ციპრასს შეხვდა
16 თებერვალი, 2019 , 21:04

ვოლფგანგ იშინგერი ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე - არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა ეთქვას უარი საქართველოს იმაზე, რაც წლების წინ სხვა ქვეყნებმა მიიღეს
16 თებერვალი, 2019 , 20:43

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა
16 თებერვალი, 2019 , 17:09