უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 ოქტომბერი, 2016 18:40
font-size

სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება მეორე ტურის წინ არის სამწუხარო, გარკვეულწილად დამაზიანებელი - სერგო რატიანი

„ნაციონალურ მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, სერგო რატიანის განცხადებით, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება მეორე ტურზე უარის თქმის შესახებ, პარტიის წევრებთან შეთანხმებული არ ყოფილა.


ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა და ასევე აღნიშნა, რომ ამ თემაზე ზოგადად იყო საუბარი, თუმცა არ იცოდნენ, თუ ამაზე დღეს გაკეთდებოდა განცხადება.

„საზოგადოებამ უკვე იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიიღებს მონაწილეობას მეორე ტურში. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ივანიშვილს არ ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა. ვიცოდით, რომ ივანიშვილი გამოიყენებდა ყველა მეთოდს, იქნებოდა ძალადობა, დაშინება. ჩვენ იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი ამომრჩევლის დაცვა არის ისეთი საქციელი, როგორიც მოხდა გუშინ მარნეულში, როცა ჩვენ ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ. ეს არის საფუძველი იმისა, რომ ჩვენი ამომრჩევლები იქნებიან დაცულები. სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება კი, მეორე ტურის წინ არის სამწუხარო, გარკვეულწილად დამაზიანებელი. ზუგდიდი არის ის რეგიონი, რომელშიც ჩვენ, როგორც წესი, გვქონდა გამარჯვების მაღალი ალბათობა. მე მესმის, რომ ემოციურად ძნელი იყო ყველაფერ იმის ხილვა, რაც მოხდა ზუგდიდში, ოღონდ ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ძალების კონცენტრაცია. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ პასუხისმგებლობა არ ავიღოთ იმაზე, რომ ივანიშვილს შესაძლებელია, ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა“,-აღნიშნა სერგო რატიანმა.

ზუგდიდის 66-ე საარჩევნო ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც მან ,,ოდიში ნიუსთან'' ვიდეოინტერვიუში განაცხადა, უსამართლო არჩევნების ფონზე მეორე ტურში მონაწილეობა შეურაცხმყოფელია.

გუშინ მარნეულისა და ზუგდიდის ოთხ საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა.

განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, მარნეულისა და ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

როგორც ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, მარნეულის ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატია - აჰმედ იმამყულიევი ("ნაციონალური მოძრაობა") 10 026 ხმით, რაც ხმების საერთო რაოდენობის 48,11%-ს შეადგენს და თამაზ ნავერიანი ("ქართული ოცნება") 9051 ხმით, რაც საერთო რაოდენობის 43.43%-ია.

რაც შეეხება ზუგდიდს, სამივე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, 66-ე ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები არიან სანდრა რულოვსი ("ნაციონალური მოძრაობა") 10 692 ხმით, რაც საერთო რაოდენობის 44.8%-ია და ედიშერ თოლორაია ("ქართული ოცნება") 11 607 ხმით, რაც ხმების 48.63%-ს შეადგენს.

წყარო: http://guardian.ge

საკვანძო სიტყვები:

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:51

უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას. თუ პროცესები არსებული ტემპით გაგრძელდება, არაერთ ევროპულ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მალე უმცირესობით იქნება წარმოდგენილი, - ამი

ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია - მიხეილ სააკაშვილი

25 აპრილი, 2024 , 13:21

ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია, რომელიც მოიყვანს პროფესიონალებს მთავრობაში და იმ ხალხს, ვინც შეიძლება პოლიტიკაში აქტიურად  არ არის, მაგრამ შეუძლია ქვეყნის უკეთესობისკენ წაყვანა, "-  ამის შესახებ საქართველოს მესამე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი