მსოფლიო
სანქტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარ ორმაგ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა
პეტერბურგის მეტროპოლიტენში მომხდარი აფეთქება ტერორისტული აქტი იყო.
ამის შესახებ „როსია 24“-ის ეთერში რუსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ალექსადნრე კურენინმა განაცხადა.
Life -ის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე 12 დაღუპულია ნაპოვნი, 50-მდე ადამიანი დაშავებულია.
პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას ევროპის ლიდერები გამოეხმაურნენ.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ „შოკირებულია მომხდარის გამო. ვუსამძიმრებ დაშავებულთა და დაღუპულთა ოჯახებს“.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ლუქსემბურგში ევროსაბჭოს სხდომაზე მყოფი 28 წევრი-ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აკვირდება ინფორმაციას, რომელიც სანქტ-პეტერბურგიდან მოდის,
„ფიქრებით რუს ხალხთან ვართ“,-განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
მონიკა დავლიანიძე