უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

23 აპრილი, 2018 13:15
font-size

საოკუპაციო ხაზთან გამაფრთხილებელი აქცია გაიმართება

საოკუპაციო ხაზთან, დღეს, გამაფრთხილებელი აქცია -„რუსეთი ოკუპანტია!“ გაიმართება. 24 საათიანი გამაფრთხილებელი აქცია საღამომდე გაგრძელდება.

აქტივისტები სოფელ ქერეში ჩასვლასა და საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტებს გააპროტესტებას გეგმავენ.

„აპრილის თვეში ეს უკვე არის მეხუთე გატაცება. გამოდის რომ ყოველ მეორე-მესამე დღეს რუსი ოკუპანტები იტაცებენ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ რამდენჯერმე გავაჟღერეთ, რომ აუცილებლად შევაფერხებდით რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების მოძრაობას. ვაპროტესტებთ რუსულ ოკუპაციას,“-აცხადებს აქციის მონაწილე გიორგი შერვაშიძე.

აქციის მონაწილეები ქერედან ორი დღის წინ გატაცებული აკაკი მისირელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

„ვთხოვთ ხელისუფლებას მიიღოს გადამჭრელი ზომები იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღიკევთოს. ბოლო პერიოოდის განმავლობაში ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იტაცებენ ჩვენს მოალაქეებს.ეს არის 24 საათიანი გამაფრთხილებელი აქცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მიიღებს პერმანენტულ ხასიათხს და მოხდება რუსული ტვირთებისა და რუსულნომრიანი მანქანების ბლოკირება გზის ამ მონაკვეთზე“, -აცხადებს აქციის მონაწილე, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.

შიდა ქართლიდან ორი დღის წინ გატაცებული აკაკი მისირელი შიდა ქართლიდან ორი დღის წინ გაიტაცეს. ის ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ქართული მხარე ყველა ბერკეტს იყენებს, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე სათანადო რეაგირება მოხდეს.მისივე თქმით, საკითხზე საუბარი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას და ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე მოხდება.

ცირა გურგენიძე

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 14:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი