უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

7 თებერვალი, 2019 14:40
font-size

საოკუპაციო რეჟიმმა ფაქტობრივად ერთადერთი სასუნთქი გზა გადაკეტა –ციხელაშვილი

რაც ხურვალეთში ხდება, ეს არის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანებისთვის გამოცხადებული ყოველდღიური ბრძოლა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ ხურვალეთთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

„საუბედუროდ, 2008 წლის ღია სამხედრო ოკუპაციის შემდეგ, საოკუპაციო ხაზების გასწვრივ ასეთი ხელოვნური ბარიკადების მშენებლობა გრძელდება. ე.წ საგუშაგო თუ მავთულხლართების მონაკვეთები, ეს ყველაფერი არის ადამიანებისთვის გამოცხადებული ყოველდღიური ბრძოლა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ეს განსაკუთრებით ცინიკურია იმ ვითარებაში, როცა ცხინვალის მიმართულებით ერთადერთ ე.წ. გადასასვლელ პუნქტზე შეზღუდულია მოძრაობა. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალგორში მცხოვრები ქართველებისთვის, არამედ ოსებისთვისაც. ისედაც 80 პროცენტით დაცარიელებული ცხინვალის მოსახლეობისთვის საოკუპაციო რეჟიმმა ფაქტობრივად ერთადერთი სასუნთქი გზა გადაკეტა“, – ამბობს ციხელაშვილი.

სოფელ ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილიდან სამუშაოები განაახლეს.

უკანონო ბორდერიზაციიდან 10 დღის შემდეგ პრეზიდენტი ისევ დუმს

16 აგვისტო, 2019 , 15:44

ორად გაყოფილი გუგუტიანთკარი და მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი საცხოვრებელი სახლები. რუსმა ოკუპანტებმა 10 დღის წინ დაწყებული უკანონო ბორდერიზაციის პროცესი დაასრულეს. ბანერები დამონტაჟებულია, მავთულხლართები გავლებული, მოსა

საქართველოში აკრიდიტირებული ელჩები ამ წუთებში გუგუტიაანთკარში იმყოფებიან

16 აგვისტო, 2019 , 13:46

საქართველოში აკრიდიტირებული ელჩები ამ წუთებში გუგუტიაანთკარში იმყოფებიან. ისინი ე.წ. საზღვართან სახელმწიფო მინისტრთან, ქეთევან ციხელაშვილთან, სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ირაკლ

გუგუტიანთკართან რუს სამხედროებს დღეს სამუშაოები არ განუახლებიათ

16 აგვისტო, 2019 , 11:36

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკართან რუს სამხედროებს დღეს დილით სამუშაოები არ განუახლებიათ. მათ მიერ წინა დღეებში დამონტაჟებულ რკინის ბოძებზე უკვე გავლებულია რკინის ღობე. ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ორ

ბორდერიზაციის პროცესი წარმოადგენს საფრთხეს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის - საქართველოში აშშ-ის საელჩო

16 აგვისტო, 2019 , 10:55

ამერიკის შეერთებული შტატები შეწუხებულია ცნობებით, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ განაახლა ღობის გავლება სოფელ გუგუტიანთკარში, რომელიც მდებარეობს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს სამხრეთ ოსეთის ტ

ღრმად შეშფოთებულები ვართ გუგუტიანთკარში მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელების გამო - ერიკ ჰოგი

15 აგვისტო, 2019 , 18:29

გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების გავლებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ერიკ ჰოგი ეხმაურება. „ღრმად შეშფოთებულები ვართ გუგუტიანკარში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზო

გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები განახლდა

15 აგვისტო, 2019 , 11:33

დღეს დილიდან გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები განახლდა და ამ წუთებშიც მიმდინარეობს ბოძების დამონტაჟება. ამის შესახებ “რუსთავი 2“ იტყობინება. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ერთი კვირის წინ გან

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს